გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება

AutoSharing Option
"ტრენჩინის" საიტი იუწყება, რომ 21 წლის ქართველ თავდამსხმელს გიორგი ბერიძეს ექვსთვიანი საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და "გენტში" ბრუნდება. მასთან ერთად გუნდი დატოვა მცველმა პიტერ გოგლევმა, რომელსაც კონტრაქტი არ გაუგრძელეს.

"ტრენჩინის" გენერალურმა დირექტორმა რობერტ რუბნიჩეკმა განაცხადა, რომ იცოდნენ ქართველი ფორვარდის პოტენციალის შესახებ და მიუხედავად ტრავმისა, ის გუნდს დაეხმარა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.

გიორგიმ თქვა, რომ "ტრენჩინში" თამაში მის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია, მონაწილეობა მიიღო ევროპა ლიგაზე და კლუბისა და გულშემატკივრების მადლიერია.

ბერიძემ სლოვაკურ გუნდში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის გუშინ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული