ყაზახი ექსპერტი: საქართველო საშინაო გუნდია, სტუმრად თამაში უჭირს - უნდა დავამარცხოთ!

AutoSharing Option
ყაზახური "ვესტის" საფეხბურთო ექსპერტმა ბულატ ესმაგამბეტოვმა ერთა ლიგაზე მათი ნაკრების შანსები შეაფასა.

"შესარჩევ ტურნირებზე პირველი მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოგების შემთხვევაში გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დარწმუნებული გახდება. პირველი შეხვედრა საქართველოსთან გვაქვს. კარგი გუნდია, მაგრამ ეს პირველ რიგში საშინაო გუნდია. გასვლაზე კარგად ვერ თამაშობს. ჩვენს გუნდს პირველი სამი ქულის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.

ისე, თანაბარი ჯგუფია. ყველაფერი ფეხბურთელთა ამა თუ იმ მატჩისათვის მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული. მოლოდინი დიდია. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო თამაშები გველის. ჯგუფში თანაბარი დონი გუნდები
მოხვდნენ. ფავორიტები არა ვართ, თუმცა არავის არაფერს არ დავუთმობთ.

ჩვენი ნაკრების პერსპექტივა პირველი ორი მატჩის შემდეგ გამოჩნდება. სუსტი მეტოქეები არ არიან. დაძაბული და დამაინტრიგებელი მატჩები გველის. ევროპირველობის საგზურისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება".

altsports.kz: საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, თუმცა მათ საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწიეს

altვლადიმირ ვაისი: შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა აღარ მოვიდა ეს 6 სექტემბერი! ლელოს საყურადღებოდ -- ისეთი რა დაწერეთ გაბოროტებულები და დაბოღმილები რომ არიან, არ ეკადრებათ თუ ეწყინათ გასვლაზე რომ უნდა მოვუგოთ
არა
01:11 05-09-2018
0
ეს ექსპერტი აშკარად სხვა პლანეტაზე ცხოვრობს, გადახედე ბიძია რა სასტავით მოვდივართ. 2-0 მოგიგებთ.
roma
10:39 05-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული