"ყაზახმა რონალდომ" საქართველოსთან მატჩამდე სათამაშო პრაქტიკის უქონლობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველმა ბახტიერ ზაინუტდინოვმა საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ყაზახურმა ვებგვერდმა sports.kz-მ ფეხბურთელი "ყაზახ რონალდოდ" მოიხსენია. ზაინუტდინოვი 2017 წლის ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და აღმოჩენად აღიარეს, თუმცა "ასტანაში" გადასვლის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა შეუმცირდა.

- გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია. მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით და რაც მთავარია, ტრავმების გარეშე.

- ბოლო დროს კლუბში სათამაშო პრაქტიკა გაკლიათ...
- ამ კვირაში ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობდი, ბოლო დროს კი დაცვის მარცხენა ფლანზე ვთამაშობდი. ჩემთვის მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.

- ადრე ხომ ამ პოზიციაზე არ გითამაშიათ...

- ნახევარდაცვის ცენტრში თამაშს ვარ მიჩვეული, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, ვითამაშო.

- რატომ გაქვთ "ასტანაში" სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა?
- დიდი კონკურენციაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის მატჩი 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" აჩვენებს.

altსტანიმირ სტოილოვი: ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა

alt"ჯვაროსნებს" ელჩი დახვდა - საქართველოს ნაკრები უკვე ყაზახეთშია

მომზადებულია sports.kz-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული