ნიკა კვეკვესკირი: ეს საქართველოს ნაკრებისთვის ევროპირველობაზე გასვლის რეალური შანსია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა შემდეგი განაცხადა:

"სასიამოვნოა აქ ყოფნა, სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი გამოგვყვა საქართველოდან. მოუთმელნად ველით ამ ტურნირის დაწყებას, რადგან ეს საქართველოს ნაკრებისთვის ევროპირველობაზე გასვლის რეალური შანსია. ყველას გათავისებული გვაქვს ეს პასუხისმგებლობა და სიმბოლურია ისიც, რომ ერთა ლიგა ჩვენი შეხვედრით იხსნება.

გადაღლილობა გუნდში არაა. მართალია, ყაზახეთს ბევრად მეტი დრო ჰქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ამას ხვალ მნიშვნელობა არ ექნება და ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ აქ მობრძანდით და მჯერა,
ერთად მივაღწევთ გამარჯვებას.

სტანიმირ სტოილოვის მოსვლის შემდეგ ნაკრები გარდაისახა და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, დალაგებული და ნორმალური ფეხბურთი აჩვენა. მეტოქის ძლიერ მხარეებს რაც შეეხება, ეს ალბათ, ფიზკური ორთაბრძოლები და სტანდარტული მდგომარეობებია. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, მათი სუსტი მხარეები გამოვიყენოთ. ყაზახეთი ძალიან კარგად გვიცნობს, მაგრამ ჩემზე უკეთ ვლადიმირ ვაისი იცნობს ყაზახეთის ნაკრებს. მოკლედ, ორი ერთმანეთისთვის ნაცნობი გუნდის თამაში იქნება".

altვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

altprosports.kz: ჩაკვეტაძე გაგვტანჯავს, ოქრიაშვილი ტექნიკური, მაგრამ ზარმაცია

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გახვედით (რაშიც ეჭვი მეპარება) იქ ხომ სახელს გვანახებთ
toni
09:37 06-09-2018
17
Galaktion midi zmao bevri informacia gvhirdeba gaixare.
Bajo
18:47 05-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული