ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
რატომ მოვიგეთ? იმიტომ რომ კლასით მათზე მაღლა ვართ! როგორც სერვეთმა მიგვიგო კლასის ხარჯზე, ზუსტად ასევე მოვიგეთ ჩვენც. და დიდი იმედი მაქვს, მალე სერბეთთანაც კლასის და თავდადების ხარჯზე მოვიგებთ. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა გუშინდელი დღისთვის.
Alexandre
07 სექტემბერი 2018 16:47
0
ფაქტია, რომ ვაისმა მოუგო სტოილოვს და ეს მშვენივრად გამოჩნდა თამაშით.რაც შეეხება მერაბიშვილს - ვერ გავიგე ამდენი ბოღმა საიდენ მოდის მის მიმართ.
ზაზა
07 სექტემბერი 2018 03:36
9
ორი გვამი მჭირდებაო, გახსოვს რომ თქვა? ეტყობა მაგიტომ.
odala
07 სექტემბერი 2018 07:51
2
ორი გვამი რო ჭირდებოდა იმიტომ ზის მატროსოვზე :-დ წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
დდდ
07 სექტემბერი 2018 15:27
0
ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი ეს ვაისის სიტყვებია და არა ჩემი ამას ვითხოვთ და ევროპაზე გასვლას ზოგიერთებივით ვერ ჩაუსაფრდებით გუნდს და წაგებისთანავე ვერ დაუწყებთ ლანძღვა გინებას.პოზიტივი თუ რამე იყო დასხვამ ვერ დაინახა ვინც დაინახეთ იმან დაწერეთ ოღონდ კონკრეტულად.ვაისი კიდე სასიამოვნოდ ადეკვატურია რაც მახარებს.
ზაზა
06 სექტემბერი 2018 23:11
1
ვაისის კვერი ცხვა-ცხვა გვიან გამოცხვა
nnn
06 სექტემბერი 2018 20:44
1
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ვაისს, ლატვია ანდორა 0-0, მოკლედ 99 % პირველ ადგილზე გავდივართ ამ ჯგუფში
ბუბო
07 სექტემბერი 2018 10:49
0
რა შუაშია , ბოღმა და ღვარძლი? ხალხი ხედავს ყველაფერს,, მერებას ნუ ეწყინება და ვერ იყო სანაკრებო დონეზე!!! და რა ? არ თქვას ხალხმა?? ყველამ შევამჩნიეთ ეს,, თორე ვის რა უნდა უნდოდეს პირადულად?! როცა ფორმაში იყო , ხალხი ხო ითხოვდა გამოძახებას? უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა რო ვუყურებთ და ბრმები არ ვართ!!! /// 9-ში სამი ქულა მგონია რო ჯიბეში გვაქ უკვე...////
Vasili
07 სექტემბერი 2018 10:09
1
merebashvilit da tamashis xsrisxit shors ver gavfrindebit. es ufro individualuri goli iyo vidre gunduri
aleko
06 სექტემბერი 2018 20:31
1
მერევაშვილმა გულიანად ითამაშა და ამისთვის მადლობა მაგრამ მგონი რომ აჯობებდა არაბიძეც და პაპუნაშვილიც . ან შეცვლაზე მაინც შემოეყვანა ვაისს გაავსო მცველებით სტადიონი კაში კვირკველია ხოჭოლავა გვილია კანკავა კაკაბაძე ნავალოვსკი ყველა დაცვაში იდგნენ ჯანო გვაკლია მაგრათ რომელიც ბურთს დაიჭერს და გააზრებულ პასს გააკეთებს
ტოტტი
07 სექტემბერი 2018 08:28
1
მერებაშვილი კი არა მარტო, კანკავაც ცუდი იყო. კაშიას გრძელი პასები ხო - სასწაული. ჩვენ საფირმო ფეხბურთად იქცა ეს გრძელი, უაზრო პასები. თამაშის ხარისხიც არ ვარგოდა. არა და პოტენციალი ჩანს. ასეთი თამაშიც ვერც სომხებს გასცდები პლეიოფში და ვერც ბელორუსს. უბრალოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ, თორემ ახლა სულ სხვა ლაპარაკი წავიდოდა. არავინ თქვას რომ დავჩაგრეთ მეტოქე და ეს შედეგი სამართლიანი იყო. პირველ ტაიმში იმათ მეტი ჰქონდათ ბურთის ფლობა და კარისკენ დარტყმებიც და მეორე ტაიმში აშკარად გვჯობდნენ, მანამ ჩაკვეტაძე შეასრულებდა. და მაგის მერეც დაგვაჯდნენ.
odala
07 სექტემბერი 2018 07:55
5
ვულოცავ საქართველოს ამ მოგებას!!!
ბექა
07 სექტემბერი 2018 01:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული