ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
ძაან გამიხარდა, გილოცავთ ბიჭებო!
ერთი რამაა უბრალოდ, დავამარცხეთ ყაზახეთი და არა ბრაზილია!) ეიფორიის გარეშე გთხოვთ) აქ გაიმარჯვა უფრო დიდმა ფეხბურთის კლასმა, ვინმემ თუ დაინახა მწვრთნელის საფეხბურთო აზრი? მე ვერ ვნახე)
ჩაკვეტაძე ბრავო!)
Geo
06 სექტემბერი 2018 20:22
5
გენაცვალეთ! გენაცვალეთ! გენაცვალეთ!
TanoLife
06 სექტემბერი 2018 20:03
0
gilocavtttttttt!
geo
06 სექტემბერი 2018 20:00
0
მერებაშვილზე მინდა ვთქვა(არც ჩემი მეგობარია და არც ახლობელი და არც ახლობელის ახლობელი). უბრალოდ ყველაზე მეტი ლანძღვა შეხვდა და ვფიქრობ აბსოლუტურად უსამართლო. არაფერი გაუფუჭებია და თავის საქმეს მშვენიერად გაართვა თავი. მომენტი ვერ გამოიყენა, მერე ვის არ მოსვლია. რატომღაც მიზანმიმართულად დაესია ზოგი. ნებისმიერს ვინც ჩააგდებს თამაშს ერთად არ შეხვედრია ამდენი ბოღმა და ღვარძლი. წინ თამაშებია, ისიც ხო ადამიანია, ალბათ წაიკითხავს ამას ყველაფერს და როგორ გინდა არ გაგიფუჭდეს ხასიათი და განწყობა, კარგი იქნება თუ არ მიაქცევს ყურადღებას. ვინა ხართ თქვენ და რა გინდათ, იმის ნაცვლად მოგებით გაიხაროთ დასკდით ბოღმით. ვა, ასეთი არ მინახია ჩვენს გარდა არსად.
სამართალი
07 სექტემბერი 2018 03:09
8
მეც არ მინახია ასეთები როგორც თქვენ არსად, არ არი საჭირო ეს ,,ბოჩოლას აღტკინება"! მხოლოდ და მხოლოდ ჩაკვეტაძის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა რომ მოვიგეთ, თავისუფლად შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, არანაირი სათამაშო უპირატესობა არ გვქონია! მერებაშვილს არავინ არ ერჩის, მან და ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და იბრძოლეს, ითამაშეს როგორც შეეძლოთ. საქმე ვაისს ეხება, როცა სკამზე გყავს ფერხბურთელები ვისაც შეუძლია შეცვალოს მერებაშვილი უნდა შეცვალო, რადგან ვერ მისდის თამაში. გამარჯვებამ არ უნდა დაგაბრმავოთ და ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ, თქვენ და ვერც ვერავინ ვერ მასწავლის ქომაგობას, გამომივიდნენ აქ ზოგიერთები ,,დედა ტერეზები"
როგორც იქნა გვეღირსა და მოვიგეთ, გილოცავთ ყველას! გენაცვალეთ ბიჭებო! მარა შეცდომებზე იფიქრეთ და იმუშავეთ, რომ ეს მოგება გამონაკლისად არ დაგვრჩეს!
bs
07 სექტემბერი 2018 09:20
2
გილოცავთ ამ ნანატრ გამარჯვებას რომელსაც ამდენი ხანი ველოდით!! ყაზახეთის ნაკრები უსუსტესი გუნდი ნამდვილად არ არის, შეთამაშებულები კარგად არიან და შეტევაში რა სწრაფად გადადიოდნენ ეს მომხვდა თვალში, ერთი ეგაა რომ საშემსრულებლო კლასი დაბალი აქვთ!! თამაშს რაც შეეხება ნორმალური თამაში იყო, ეგ რა მსოფლიო ჩემპიონატზე ამაზე უარესი თამაში რამდენიც გინდა იმდენი იყო!! ბიჭებმა კარგად ითამაშეს, იყო შეცდომები, თუმცა მთავარია მოვიგეთ და იმედია უფრო შეთამაშებიან ბიჭები
zaza
06 სექტემბერი 2018 23:09
2
ძალიან კარგი იყო მოგება!!!გილოცავთ!!!მაგრები ხართ ბიჭებო.ჯანო დაგემატებათ და ოქრი ფორმაში შევა.ძალიან კარგი გუნდი გვყავს.არაბიძე ათამაშდება კიდე
Vadiko
06 სექტემბერი 2018 20:47
1
მადლობა ბიჭებს.
შალვა 73
06 სექტემბერი 2018 20:40
0
მაგრები ხართ ბიჭებოოოო!!!გილოცააავთ.წარმატებები
რობი
06 სექტემბერი 2018 20:12
0
Mაგარიხარ გიორგი
Lasha
06 სექტემბერი 2018 20:07
0
ძმებო, ქართველებო!
გილოცავთ გამარჯვებას!
(კადრი ფილმიდან “ბაში-აჩუკი”)
ხშირად გვეთქვას ეს ფრაზები
qomagi
06 სექტემბერი 2018 22:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული