ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
მართალია მერებაშვილმა ჩააგდო თამაში მაგრამ არავინ არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ ბუნებრივ საფარზე თამაშს მიჩვეულ ჩვენს აშკარად უჭირდათ მოძრაობა ხელოვნურ საფარზე. ჩემი აზრით საერთაშორისო თამაშები უნდა აიკრძალოს ხელოვნურ საფარზე. დარწმუნებული ვარ ბუნებრივ საფარი რომ ქონოდათ ყაზახებს გაცილებით დიდი უპპირატესობა გვექნებოდა მერებაშვილიც უკეთ გააკეთებდა პასებს და სხვებიც
იაგო
07 სექტემბერი 2018 08:36
2
გასაგებია მაგრამ რატომ არ შეცვალა ეგ მიკვირს მარტო ძირითადში რატომ დააყენა ეგ კი არა
არა
07 სექტემბერი 2018 15:10
0
AK WAVIKITXE NAKREBS ATAMASHEBS VAISIO DA SHEESHVITO, ETYOBA ESENI MARSE CXOVROBEN:)), VAISIC KOBIASHVILIC DA YVELA MUWUKI UNDA MOAZRO CHVENI NAKREBIDAN, YASNA SASIAMOVNOA ROM MOIGES, MAGRAM ME EGETI MOGEEBULI "GEEBIS" MXARDAMCHERI NAKREBIS AR MJERA RAGAC
სანდრო
07 სექტემბერი 2018 00:04
76
ბრეგაძევ, მძლივს ნაკრებმა მოიგო, შევირგოთ რა და ვუქომაგოთ, რომ შემდეგი თამაშებიც მოიგონ
შაკო
07 სექტემბერი 2018 11:15
2
ნუ იბოღმები, მოეშვი და ფეხბურთით ისიამოვნე.
semi
07 სექტემბერი 2018 10:07
1
ე ქუთაისელები რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ. ან დაცვა რას გავს, კვეკვესკირი-კაშიას დურტს ვგულისხმობ, ან მეკარე, ან ნახევარდაცვა და თავდასხმა. კანკავა და ჩაკვეტაძე. ამას, ამდენ შეცდომას, განსაკუთრებით დაცვაში ევროპული გუნდი არ გაპატიებთ, კვერკველია , გუნდში რას შვრება არ ვიცი, ნაკრებში დირკაა და დღესაც გამოჩნდა.გოლის გამტანი არაა გუნდში, უფრო სწორედ არ უნდათ მგონი. ზარანდიას და ლობჟანიძეს კაცი დატოვებდა? გაიხარე ჩაკვე- შვილო, შენ დიდი მომავალი გაქ.
ვასო
06 სექტემბერი 2018 23:50
72
რას ნიშნავს რა გეშველებოდათ ? შენ არ ხარ ამ ყველაფრის ნაწილი? ამას პატარა ბიჭი რომ წაიკითხავს ქუთაისელი თუ თბილისელი რა უნდა იფიქროს რომ სხვადასხვა ვართ ?
SOLO
07 სექტემბერი 2018 11:34
1
კბილი გტკივა, თუ სხვაგან გაწუხებს უცხო სხეული? ამდენი ბოღმა საიდან?
Uro
07 სექტემბერი 2018 06:48
1
ყველა გამოხმაურება
Es kaci nakrebs atamashebs da sheeshvit bolosdabolos
Buba
06 სექტემბერი 2018 23:43
5
ძმებო ყველას გილოცავთ. ყველაზე სწორი რაც ვაისმა თქვა ისაა, რომ ეხლა ემოციების დრო არ არის. წინ ლატვიაა 2 დღეში და ზედმეტი თავდაჯერებულობა არ ივარგებს. თან გვახსოვს რა უხერხული მეტოქეა ლატვია. თბილისში მოგებული ერთხელ აქვთ მაგათ შესარჩევი მატჩი. იმედიანად, მაგრამ ფრთხილად, ბიჭებო.
ფრთხილად
06 სექტემბერი 2018 23:31
2
ვაისის ბრალი იქნებოდა რო წაგვეგო. ნავალოვსკის ადგილზე თემურ ჭყონიას უნდა ეთამაშა, კანკავას ნაცვლად იური გაგარინს. ბუტროს ბუტროს გალი რომ სკამზე გეყოლება და ლორიას ათამაშებ ის მწვრთნელი გასაგდებია.
აქაური ექსპერტი
06 სექტემბერი 2018 23:18
5
გილოცავთ, ჩაკვეტაძე არის გენიოსი, ყველა კარგები იყვნენ თუმცა ნავალოვსკი მატჩის საუკეთესო იყო. მერებაშვილმა კიდე ადგილი დაუთმობს ახალგაზრდებს, ერთი ნორმალური პაში ვერ გააკრთა. ლატვიას 3 ბურთიანი სხვაობით მოვუგებთ მინიმუმ. ერთხელ უკვე გადავაგლიჯეთ ბურთი თავზე და არც ახლა იქნება ნაკლები.
Ld
06 სექტემბერი 2018 23:12
4
მეც ვფიქრობ რატომ არ შეცვალა მერაბიშვილი, მხოლოდ ერთ აზრამდე მივდივარ, რომ ვაისი უპირატესობებს თანდათან გამოიყენებს და პირველივე შესაძლებლობაზე არ გაამჟღავნებს ნაკრების სრულ სახეს და ძლიერებას. ისე კი დღეს მართლა ჩაკვეტაძემ გვიშველა.
ილო
06 სექტემბერი 2018 22:14
2
მერაბა იმიტომ არ შეცვალა რომ მართალია შეტევაში ვერ თამაშობდა მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან ნაკლებად იქმნებოდა საფრთხე ყაზახების მხრიდან და ამიტომ შემოიყვანა ოქრი, ოქრი მართალია ფორმაში არ არის მაგრამ როცა ნაკრებში თამაშობდა მშვენივრად ეწყობოდა ნავალოვსკის, ხშირად ჭრიდა ბურთს და ამოქონდა ცენტრამდე,ჩაკვეტაძისთვის სულ მე-3 მატჩია ნაკრებში და დაცვაში ვერ გამოიყურებოდა კარგად. ამასთან მარჯვენა ფლანგს გვილია ეხმარებოდა და მარცხენა ფლანგის და ცენტრის გაძლიერება ამჯობინა, უბრალოდ მეტი შეცვლა აღარ ქონდა ვაისს.
semi
07 სექტემბერი 2018 10:14
0
იქითა ფლანგიდან ჭირდებოდა ჩაწოდებები ქვილითაიაზე. ანუ, მარჯვენა ფრთაზე მარჯვენა ფეხბურთელი (რომელიც კი არ შეიწევს ცენტრში, არამედ ჩააწვდის), უბრალოდ მერება აღმოჩნდა რო ვერ აწოდებს. ამასობაში კი გავიდა ტაიმი და მერე მიმდინარეობისას გამოჩნდა რო ლოგიკური იყო აღარ შეეცვალა. ჩაკვეტაძე და ქვილითაია ორივე უნდა შეეცვალა და წინასწარვე იცოდა (დასვენებისთვის ჩაკვე, ქვილითა ჯერ მეტს ვერ ქაჩავს). ყაზაიშვილს შეიძლება არც დააწყებინოს ლატვიასთან, მაგან და კაშიამ დედამიწას შვიდჯერ შემოუფრინეს ამ ხუთ დღეში.
Fabio Capello
07 სექტემბერი 2018 01:12
0
ყველა გამოხმაურება
როგორ გამახარეთ ბიჭებო,უდიდესი მადლობა თქვენ ყველას.

ვაისს მერებაშვილის მაგივრად 10 წუთი მაინც მიგეცა არაბიძისთვის რა დაშავდებოდა
giiga
06 სექტემბერი 2018 22:10
2
გაუმართლა მწვრთნელს აშკარად მაგარი ბანძი გადაწყვეტილება მიიღო მერებას დაყენებითაც, მერე ცენტრფორვარდის გარეშე დატოვა გუნდი 30 წუთით ადრე და რომ არა ჩაკვეტაძე შეიძლება წაგვეგო იმიტო რო დაგვაჯდებოდნენ მაგრად. მეორე გოლის მერე რო ჩაკვეტაძე ეგრევე გაიყვანა დარწმუნებული ვარ მანამდე ქონდა გადაწყვეტილი და 1-0ზე აპირებდა ჭიდაობას. პ.ს ვულოცავ ბიჭებს და წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის
ბობ
06 სექტემბერი 2018 22:08
11
დასაკარგი არავინ არ გყავს არც მერაბა და არც სხვა, მაგრამ ფაქტია რომ ამ თამაშშისთვის აშკარად არ იყო ფორმაში,ჩემი აზრით ფიზიურად არ იყო მზად, მოემზადოს მოუმატოს და ისევ დააბრუნონ, ნაკრები ისეთი რამეა რომ ხან იქნები 11 კაცში ხან არა
SOLO
07 სექტემბერი 2018 11:40
0
იყო გასაკვირი, მაგრამ ფაქტია არ მისდიოდა ბურთი ქვილითაიას. უკანაც ჩამოდიოდა, მაგრამ არ ჩანდა პასის მიმცემი. ეს მერება კიდევ მატაობდა, არც პასი უვარგოდა და არც სისწრაფე. ამიტომ ვინმეს ინდივიდუალურად უნდა გაეტანა და ასეც მოხდა.
: )))))))
07 სექტემბერი 2018 01:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული