გიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ყაზახეთთან (2:0) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ვლადიმირ ვაისს ნდობისთვის. სამწუხაროდ, კლუბში არასპორტული მიზეზების გამო დიდი ხანია უთამაშებელი ვარ.

რაც შეეხება ჩემს თამაშს ყაზახეთის წინააღმდეგ, იყო იქ ერთი მომენტი, როცა არა მხოლოდ მე, არამედ ყველამ ინერვიულა, მაგრამ რაც მთავარია, იმ მომენტში გიორგი ნავალოვსკიმ გადაგვარჩინა და გამოასწორა ჩემი შეცდომა.

ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო, რადგან თავიდან მოგერიებაზე ვფიქრობდი - მერე გადაგდებაზე.

რაც შეეხება თამაშს, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ
როგორ დაიწყებ ასპარეზობას - დავიწყეთ მშვენივრად, სტუმრად 2:0 მოვიგეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. წინ შემდეგი თამაშია ლატვიასთან და შესაბამისად, მომზადება გვმართებს", - აღნიშნა ლორიამ.

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

altრას წერს ყაზახური პრესა საქართველოსთან მარცხის შემდეგ

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი იმიტომაა გუნდური თამაში რომ ერთის დაშვებული შეცდომა მეორემ გამოასწოროს, ახლა მაგაზე კი არ იფიქრო იმაზე იფიქრე რომ შემდეგში აღარ დაუშვა შეცდომა. წარმატებებს გისურვებ.
roma
15:27 07-09-2018
1
დიდ პატივს ვცემ ამ კაცს. გარად იმისა, რომ მაგარი ნიჭიერია, ნომერ პირველი მეკარეა ზუსტად ლორია! ყველაზე ძალიან რაც მომწონს ისაა, რომ თავდაჯერებულია, წყნარია და ტემპს სწორად აკონტროლებს თამაშისას, კარგ პასებს აწვდის ( ნუ ზოგჯერ გვახსოვს შეცდომებიც:))) , კარგად იწყებს შეტევებს , დროულად და რაც მთავარია ზუსტად, მარა ყველაზე ძალიან რაც მომწონს არის ის , რომ დრო არ გაყავს მაშინ, როცა ამის გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად, როცა ფსიქოლოგიურად იგებ, ლორიას სწროაფად შეყავდა ბურთი გუშინაც თამაშში და ამით გუნდს ეხმარება რომ გაიგონ - ჩვენ მოგებაზე ვთამაშობთ და არა ფრის შენარჩუნებაზე. ამისთვის დიდი მადლობა შენ და დიდი წარმატებები
გადასარევი გიორგი
18:07 07-09-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული