რას ეუბნება გურამ კაშია თანაგუნდელებს გასახდელში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია INSTAGRAM-გვერდზე ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეო ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ გასახდელშია გადაღებული.

ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თანაგუნდელებს მიმართავს:

"არ გვინდა ზედმეტი რაღაცები, ჩვეულებრივად, თავმდაბლურად მოვემზადოთ მეორე თამაშისთვის" - ამბობს კაშია.

მატჩის შემდეგ მან მცირე კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა.

"შედეგით ყველა კმაყოფილია ალბათ. სათამაშო ხარისხს რაც შეეხება, ასეთი გეგმა გვქონდა, რომ აქ გვჭირდებოდა მოგება, რაც ჩვენ შევძელით, ცოტა უკნიდან ვითამაშეთ და მოწინააღმდეგეს დავუთმეთ ბურთის ფლობა", - განაცხადა თამაშის შემდეგ ქართველმა მცველმა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩში ყაზახეთი სტუმრად
2:0 დაამარცხა და 9 სექტემბერს თბილისში ლატვიას უმასპინძლებს.

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

alt"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

altგიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო

altგიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა

მკითხველის კომენტარები / 11 /
გურამ კაშია არის ღირსეული კაცი და კარგი ფეხბურთელი. არასრულფასოვნების პრობლემაა საზოგადოებაზი სადაც მრავალფეროვნება მიუღებელია და ასე ბობოქრობს ჰომოფობია.
მამუკა ყუფარაძე
10:38 09-09-2018
0
მიუხედავად იმისა რომ კაშიას იმ სამკლაურის თემაში არ ვეთანხმები და მე რომ ვყოფილიყავი არ გავიკეთებდი, ობიექტურები უნდა ვიყოთ, მე კანკავა არ მახსოვს რომ სადმე ინტერვიუს აძლევდეს, არც ვიდეო არ მინახავს სადაც სამოტივაციო სიტყვას ამბობდეს, თუ სადმე ნაკრების თემაზე ვიდეო გამოჩნდება ყველგან კაშია ფიგურირებს და ვერ ვხვდები რა ლოგიკით არის ჯაბა კაპიტანი?!
fsiuuu
16:16 08-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული