ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
როგორ მეზიზღება ესეთი თამაშები. საქართველოს ნაკრების პირველ ნომრად თამაში და 11 კაცი დაცვაში რომ დგას. ისჯებიან და ღირსებიც არიან რომ ისჯებიან, ბრაზილიას ეთამაშები თუ არგენტინას?
111
09 სექტემბერი 2018 21:59
4
მშვენიერი სტარტი 6ქულა 6-დან.უკეთესს ვერც ვინატრებდით.ეხლა მთავარია მშვიდ გარემოში ანალიზი და მომზადება შემდეგი თამაშებისთვის.ნელ ნელა შევლენ ფორმაში.ისე შეცვლებში ძაან სუსტია ვაისსი.როგორ შეიძლება 0:0 და თითქმის 70 წუთი შეუცვლელად ითამაშოს.ასე ვთქვათ ჩუტიო საერთოდ არ გააჩნია.ზედმეტად ფრთხილია.კაშია კი მართლა პროფესიონალია,მიუხედავად ყველაფრისა ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე
კახა ქირია
09 სექტემბერი 2018 23:22
0
გილოცავთ! ავად თუ კარგად მოვიგეთ თუმცა იმედი მაქვს ხარისხს შემდეგ თამაშებში მაინც გამოასწორებენ.წარმატებები
დდდ
09 სექტემბერი 2018 21:57
2
გასაგებია, რომ აკრიტიკებთ და არის ამაში სიმართლის დიდი ნაწილი.
მეც არ მომეწონა რიგ ეპიზოდებში ჩვენი გუნდი.
მაგრამ, მართლაც ურთულესია, კარში 11 კაცით მდგომ გუნდს, გოლი გაუტანო... შევლენ ბიჭები ნელ-ნელა ფორმაში... ანანიძე უდიდესი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის და იმედია მალე დაგვიბრუნდება. ათამაშდება ოქრიც, მჭედლოც... აი, ქვილითაიას ამბავი, მართლაც გულსატკენია...
როცა ცენტრში (ოდნავ წინ) ჯანო გვეყოლება... მის უკან ოქრი და ყაზაიშვილი... უკვე 2 ფორვარდით შეიძლება თამაში... მჭედლიძე აუცილებლად გვჭირდება.
შეიძლება ამ ლიგის მოგება ოპტიმალიური შემადგენლობით. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
DVB
09 სექტემბერი 2018 22:30
2
იასნია, თუ ვგულშემატკივრობთ ყველანაირ შედეგზა და ყველანაირ თამაშზე ტაში უნდა დავუკრათ, და ბოლო წუთამდე გვერდში დავუდგეთ. მე ასეთი გულშემატკივრობა ვიცი. მახსოვს შარშან ბევრი ლაპარაკი ხარისხი კარგია მაგრამ შედეგია მთავარიო, წელს უკვე ვისვენ საპირისპიროს და სასაცილოა, ყველასგან გამორჩეული ერი ვართ :) ასწორებს, ჭრელოპეპელას პონტია რა, ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებიო..... :)
ემირი
09 სექტემბერი 2018 22:39
2
მგონი ამდენი წლის ლოდინის შემდეგ ძლივს ვეღირსეთ ნორმალურ თაობას (ასე თუ ისე), მაგრამ... წინა წლებში თუ სახელოვანი მწვრთნელები გვყავდა და გუნდი ვერ უბამდა მხარს, ეხლა პირიქითაა ჩვენი საქმე, გუნდი საკმაოდ ნორმალური იკრიბება და მწვრთნელი არის ძალიან, ძალიან, ძალიან არაკომპეტენტური !!!
Ziqenbud
09 სექტემბერი 2018 22:29
8
გვიჭირს ძალინ თავდასხმაში, არავინაა რომ შეტევა დააგვირგვინოს, კარში დაარტყას.
ჯ ი ჯ ი
09 სექტემბერი 2018 22:19
0
ხოდა არ ჰყავდა ამ კაცს მეტი ფორვარდი და რა ექნა ? მითუმეტეს ისეთი სტილის, კაცს რომ ატყუებს და თვითონ ქმნის მომენტს. თორემ დარწმუნებული ვარ, კაჭარავას თამაში არც თვითონ მოსწონს
????
10 სექტემბერი 2018 11:06
0
რასაკვირველი აყველას გვინდოდა დიდი ანაგარიშთ მოგება, მაგრამ ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში და გარღვევა არაა იოლი. ალბათ ყველას გახსოვთ საქართველო -ესპანეთი, დინამოზე, როდესაც ანალოგიურად მთელი გუნდი დაცვაში ვიდექით და ბოლოს ძლივ გაარღვია ესპანეთმა და 1:0 მოგვიგო. ესპანეთი იყო და მას უჭირდა ასეთი შეზღუდულ სივრცეების გადალახვა და ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ ესპანეთის დონის გუნდი, ამიტომაც მიმაჩნია რომ დამაკმაყოფილებელი ანგარიშია. ყაზაიშვილმა, ჩაკვეტაძემ და ოქრიაშვილმა ვერ გამოავლინეს ბოლომდე თავისი თავი, იმიტომ რომ ძალიან ჩაკეტილი სივრცეები იყო, რაც ამ შემთხევევაში მათი თამაშის სტილს ზღუდავს, მათ უფრო გახსნილი თამაშის შემთხვევაში ეძლევათ "განავარდების" საშუალება. ასე რომ მეგობრებო, ნუ ვივიწყებთ უახლეს წარსულს და შევირგოთ გამარჯვება.
DAVE
10 სექტემბერი 2018 10:13
0
ამათ ბელარუსი ან მაკედონია გაარღვევეს შუაში ეს ფეხბურთი არ არის
aleko
09 სექტემბერი 2018 22:25
9
Gilocavt !!!!
Corse
09 სექტემბერი 2018 22:06
3
გილოცავთ სამ ქულას მაგრამ მაინც გვაჩუქეს პენალი წარმატებას გისურვებთ მომავალ თამაშებში
912
09 სექტემბერი 2018 21:57
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული