ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
მიუხედავად იმისა რომ იგებს ნაკრები, თამაშის ხარისხი უფრო გაუარესდა,თუმცა ლამაზად წაგებას ცუდი თამაშით მოგება სჯობია! მომენტებში ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ,თითქოს კარგა ხნის უვარჯიშებელნი იყვნენ. მოგება კარგია,მაგრამ ასეთ შეცდომებს საშუალო დონის გუნდი არ გაპატიებს,.
დავით 67
10 სექტემბერი 2018 03:29
2
მეხუთე მსაჯის დახმარებით მიღებული გადაწყვეტილება პირველად ვნახე რას ერჩი თურმე საჭირო ყოფილა :) :) :)
912
09 სექტემბერი 2018 22:34
0
კაჭარავას ყოფნას ისევ ფლანგებიდან შემტევი აჯობებდა, რა იყო ეს ბოლოს სამარცხვინო ჩაწოლა.
ილია
09 სექტემბერი 2018 22:23
3
ყველა გულშემატკივარის ოცნებაა საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდეს! მაგრამ შევხედოთ საქმეს რეალურად - ცალკეული მოთამაშის ინდივიდუალურ შესრულებაზეა დამოკიდებული თამაშის ბედი. დღეს თუ არ ვცდები კარების მიმართულებით მხოლოდ ორი დარტყმა იყო ზუსტი. პენალტი იყო, მაგრამ რეფერის რომ არ დაედო თერთმეტმეტრიანი, არც არაფერი იქნებოდა. კაჭარავა შესაცვლელი იყო. პაპუნაშვილი შეეყვანათ, ან მჭედლიძე. მგონი ბევრი დამეთანხმება.
მერაბი
09 სექტემბერი 2018 23:30
2
kacharava aris dzalian magari forvardi romelsac dzels shevadarebdi tu moxvdeba burti gava mag shemtxvevashi ...roca.ver tamashobs fekhburteli..unda shecvalo vais an ra sanakrebo kacia kacharava kargit raa
shotis
10 სექტემბერი 2018 00:06
1
უკეტესი იქნება ვაისმა რო ცოტა გარისკოს ხოლმე იმ დროს როცა გასარისკია და ცვლილებები დროულად გააკეტოს, ისე ცუდი მწვრტნელი არ არის და იმედია წარმატებებს მოგვიტანს. წარმატებები გუნდს და სრულიად საქარტველოს.
ave
09 სექტემბერი 2018 23:44
6

გილოცავთ 3 ქულას. გეთანხმებით ზნელია 11 რაცით დაცვაში მყოფ გუნდს გაუტანო, მაგრამ როცა ხედავ, რომ კაჭარავაზე ბურთIს დაკიდებას შედეგი არ მოაქვს ცვლილება ხომ უნდა მოახდინო. ცენტრფორვარდის ასეთი გასაჭირის დროს სულაც გამოკვეთილი ცენტრის გარეშე ათამაშოს გუნდი. სეტუაციის მიხედვით ხან ერთი შემტევი იქნება წინა ხაზზე და ხან მეორე. არა აქვს მნიშვნელობა ყაზაიშვილი იქნება, არაბიძე თუ პაპუნაშვილ- ოქრიაშვილი. დაცინვაა როცა გოლის შეგდება გჩირდება და ყოვლად უმოქმედო ტაქტიკას მიმართავ ფლანგებიდა მაღალი ჩაწოდებებით, რაც იმავე კაჭარავას მოუქნელობიდან გამომდინარე კომბინაციურ თამაშზე უარს გათქმევინებს. ჩემი აზრით არაბიძის შემოყვანა მის მაცვლად ბევრად გააუმჯობესებდა შეტევას და ჯიუტად მისი სკამზე დასმა სიკეთეს არ მოგვიტანს. სასიხარულოა, რომ თამაშის თითქმის ნახევარი მაღალი პრესინგით ითამაშეს, რითაც ფაქტიურად მიაჯაჭვეს მეტოქე კარს, მაგრამ რად გინდა, როცა ეს შედეგს არ იძლევა და ამავე დროს ქანცი გაუწყდა ბიჭებს. მაკედონიის და ბელორუსიის ნაკრები ნამდვილად გამოიყენებდა მეორე ტაიმში ჩვენების გადაღლილობას. ლატვიელთა მწირი შეტევების ფონზეც ჩანდა ჩვენს დაცვაში გაჩენილი ნაპრალები და აქაც საფიქრალი გვაქვს. მოკლედ მიუხედავად გამარჯვებისა დაუკმაყოფილებლოვის გრძნოვა ტოვებს ნაკრების თამაში. ქვეჯგუფიდან ასეთი თამაშითაც გავალთ, მაგრამ მერე ნამდვილად გაგვიჭირდება თუ დროულად არ შევცვლით რაიმეს...და ეს ცვლილება ზუსტად სამწვრთნელო საქმიანობას უნდა შეეხოს.
emigranti
09 სექტემბერი 2018 23:13
2
kacharava ramdeni gadauxade vaiss???
LLL
09 სექტემბერი 2018 22:15
11
მეგობრებო ასეა თუ ისეა გავიმარჯვეთ, რასაც ყველას გილოცავთ, შეიძლება ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ რამდენჯერ არ გაგვმართლებია ისიც გაიხსენეთ.
ასე რომ ჯობია შევირგოთ, ნუ მოვთხოვთ ბიჭებს მესობას და რონადობას და მივულოცოთ წარმატება!
ირაკლი
10 სექტემბერი 2018 12:35
0
გილოცავთ გამარჯვებას, ასეა თუ ისე მოვიგეთ და წაგებას ჯობია. ახლა მინდა მივმართო ყველას ვინც ფეხბურთს სპორტს ან ამ ქვეყანას განაგებს, რას გავს დინამოს მინდორი სირცხვილი სად დაკარგეთ ქვეყანას ერთი ვიმეორებ ერთი ნორმალური სტადიონი არააქ თავმოყვარეობის საკითხია თორე მე არ ვამბობ მაგის ბრალია რო ვერ თამაშობენ მეთქი.
გურული
10 სექტემბერი 2018 09:25
0
მინდორის მდგომარეობამ მეც შოკში ცამაგდო! ეს რა არის, ნეტავ რაშია საქმე, ამ მინდორსაც ფაროსანა შეესია?!
aburjga
10 სექტემბერი 2018 13:57
0
თლა შენს ყანას ჰგავს ხო ძამია?
შაკო
10 სექტემბერი 2018 10:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული