მატჩი, გარდა საფეხბურთო მნიშვნელობისა, ყურადღების ცენტრში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამოც მოექცა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ქართველმა მცველმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ამით ბედნიერია.
"ძალიან ბევრნი ვართ ერთად და უამრავი მხარდამჭერი გვყავს. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ისინიც კი, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან, თუ შეიძლება ასეთი რამის თქმა. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არც
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კომენტარი გიორგი ქვილითაიას ტრავმაზეც გააკეთა:
"ქვილითაიას რაც შეეხება, გუშინ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ჩვენთვისაც შოკისმომგვრელი იყო, რაც, ალბათ, თამაშზეც აისახა, მაგრამ გიორგი მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვინც კი შემხვედრია, ის უმაღლესი დონის სპორტმსენია. მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ".
ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდი თბილისში ანდორას უმასპინძლებს.
რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]
ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ისინი კი ვისაც იცავ, ერთმანეთზე ისე
ძალადობენ და შეურაცყოფას აყენებენ
იმაზე მეტი შეურაწყოფა ვინ უნდა
მიაყენოს? წარმოუდგრნელია.
სხვათა შორის ერთა ლიგის ფერადი
ემბლემა შეფარულად სწორედ ლგბტ
ფერებში აქვს გაფორმებული ფიფა-ს.
უნდა იყოს - ამის ფეხბურთელობისა არ ვიცი მაგრამ, ის ერთი ფრანგული ფილმი ნანახი რომ აქვს ცხადია. ჰეროსტრატეს ამბავიც ეცოდინება და ეგაა. ასეა ეს.