გურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

მატჩი, გარდა საფეხბურთო მნიშვნელობისა, ყურადღების ცენტრში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამოც მოექცა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ქართველმა მცველმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ამით ბედნიერია.

"ძალიან ბევრნი ვართ ერთად და უამრავი მხარდამჭერი გვყავს. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ისინიც კი, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან, თუ შეიძლება ასეთი რამის თქმა. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არც
ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რასაც ჩემზე ამბობენ, მე პოზიტიური ადამიანი ვარ", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კომენტარი გიორგი ქვილითაიას ტრავმაზეც გააკეთა:

"ქვილითაიას რაც შეეხება, გუშინ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ჩვენთვისაც შოკისმომგვრელი იყო, რაც, ალბათ, თამაშზეც აისახა, მაგრამ გიორგი მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვინც კი შემხვედრია, ის უმაღლესი დონის სპორტმსენია. მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ". 

ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდი თბილისში ანდორას უმასპინძლებს.

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიკვირს ამ ხალხის, რა პროპაგანდა, ვის ებრძვით ან რას ებრძვით? გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლას თავი გაანებეთ, რეალურ პრობლემებზე იფიქრეთ
გუგა
11 სექტემბერი 2018 00:31
2
აუფ!ახლა დიპლომატიც გამხდარა! ასწავლეს ეტყობა რომ ხალხი არ გააღიზიანოს
დავით 67
10 სექტემბერი 2018 23:25
7
უპრესტიჟულესი ჯილდო ჩვეულ სტილში მოგიტეხა ფედერაციამ... უცადე ახლა, ახალს როდის მოგცემენ...
მ. ტ.
10 სექტემბერი 2018 16:23
4
უეფას თასის მიღება მხოლოდდამხოლოდ ფეხბურთში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მაღალი დონის თამაშის შემდეგ გვეზეიმოს. შენი მხარდაჭერილები როგორმე მიხედავენ თავისთავს, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ნამდვილად სჭირდება ახალი სპორტული მიღწევები გურამ. ჯანსაღი ცხოვრების წესში უნდა იყო მაგალითის მიმცემი თუ გინდა სიკეთე.
911
10 სექტემბერი 2018 14:08
5
გურამ ბატონო,თქვენმა ‘’ვაჟკაცობამ’’ შედეგი გამოიღო.ლგბტ-ს დამცველებმა გუშინ არაოფიციალური პარადი მოაწყვეს.სამკლავურებით დატანტალებდნენ. მატჩის შემდეგ,’’რუსთავი 2’’-ის გადაცემაში,გვარამიას და კვესიტაძეს ლგბტ-ს ნიშანი ედოთ მაგიდაზე და პროპაგანდას ეწეოდნენ.ასე ღიად ვერ გაბედავდნენ ადრე,მაგრამ გვარამიამ ახსნა :დღეს ქართველმა ხალხმა ჩაატარა რეფერენდუმი და მან მხარი დაუჭირა ლგბტ-სო.ხედავ რას მიაღწიე ? ამის შემდეგ არც შენი ქართველობა გაიშვას და არც შენი ვაჟკაცობა.რომელი კაცობის მაგალითს აძლევ ქართველ ბავშვებს.
546
10 სექტემბერი 2018 14:03
16
გურამ, ასეთივე თავგამოდებით დაიცავ გაჭირვებული პენსიონერების, გაუბედურებული და გასაცოდავებული ხალხის, გაყიდული და დაქცეული სამშობლოს ინტერესებსაც? მეეჭვება....
aragveli
10 სექტემბერი 2018 11:49
9
შენ ვითომ ძალადობას ებრძვი...
ისინი კი ვისაც იცავ, ერთმანეთზე ისე
ძალადობენ და შეურაცყოფას აყენებენ
იმაზე მეტი შეურაწყოფა ვინ უნდა
მიაყენოს? წარმოუდგრნელია.
სხვათა შორის ერთა ლიგის ფერადი
ემბლემა შეფარულად სწორედ ლგბტ
ფერებში აქვს გაფორმებული ფიფა-ს.
ვეტერანი
10 სექტემბერი 2018 11:45
6
რა ვერ გაიგეთ, ბევრჯერ თქვა უკვე, რომ მათ მხარს კიარ ვუჭერო, მხარს იმას ვუჭერ, რომ არ უნდა ხდებოდეს მათი ცემა, მოკვლა და ა.შ. თორე ის კიარ უთქვამს გეობა კაია და გახდითო -_-
ზზ
10 სექტემბერი 2018 11:27
13
ამის ფეხბურთელობისა არ ვიცი მაგრამ, ის ერთი ფრანგული ნანახი რომ აქვს ცხადია. ჰეროსტრატეს ამბავიც ეცოდინება და ეგაა. ასეა ეს.
ასეა
10 სექტემბერი 2018 11:24
2
მაპატიეთ, სიტყვა "ფილმი" გამომრჩენია. იმ ფილმის დასახელება აღარ მახსოვს მაგრამ ამ თემაზეა და ძნელი მისახვედრი არ არის.
უნდა იყოს - ამის ფეხბურთელობისა არ ვიცი მაგრამ, ის ერთი ფრანგული ფილმი ნანახი რომ აქვს ცხადია. ჰეროსტრატეს ამბავიც ეცოდინება და ეგაა. ასეა ეს.
ასეა
10 სექტემბერი 2018 15:27
1
ძალიან მიყვარხარ ეხლა როგორც ადამინი, ადრე სპორტსემნი. მესმის რომ ზალიან კეთილშOბილი ხარ ძალიან!!! იმტომააა რომ ყინულოვან ქვეყნებში ასე უყვრახარ ყველას!! ის რომ ძალადობა არ მოგწონს ეს მეც მომწონს!!! არანირი არავის მიმართ!!!მაგარმ ზაოგადად მიმაჩნია რომ მესიჯი შენი ხალხისტვის ვერ და არ გასაგაებია, და ეს არც უნდ აგაგიკვირდეს, სამკლავური რომლეზეც იქნებოდა არა ძალდაობას მესიჯი და Yუნდაც ჩამონათვალი ლგბდ, შავ კანიანი, სხვა ეროვნება და ა. შ. დარწმუნებული ვარ ყველა გაგიგებდა!!!
-----------
10 სექტემბერი 2018 11:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული