თორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ლატვიასთან (1:0) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ლატვიის ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი თორნიკემ გოლად აქცია და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"ძალიან რთული მატჩი იყო, იმიტომ, რომ მათი 10-ივე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა. ლატვია ძალიან მომზადებული იყო, მაგრამ ჩაკვეტაძემ კარგი პენალტი აიკიდა. წელიწადზე მეტია არ მითამაშია. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვქენით, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და გავიმარჯვეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
გულშემატკივარს" - განაცხადა მატჩის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა D ლიგის A ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და 6 ქულით ლიდერობს.

13 ოქტომბერს ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" ანდორას დაუპირისპირდება.

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ გენაცვალე ოქრიი ,წელიწადია არ გითამაშია მაგრამ არავისზე ნაკლებად შენ არ გამოიურებოდიი...
ასევე
10 სექტემბერი 2018 15:37
1
მართლა ძალიან გაუჭირდა თორნიკეს.პირველ რიგში თავის უძლურებას ებრძოდა და ტრავმასაც ბეწვზე გადაურჩა.მთავარია ჯანმრთელობა ბოლომდე აღიდგინოს და ფორმაში შესვლას აუცილებლად მოასწრებს,ანდორისათვის საკმარისს მაინც.გუნდისათვის დიდი იმედია და ალბათ ამიტომ დააყენა ვაისმა თავიდანვე,თორემ ფიზიკურად აშკარად სუსტადაა ჯერ კიდევ.
სოსო
10 სექტემბერი 2018 15:24
1
ჯანოს გარეშე და ჯანოსთან ერთად ჩვენი ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდია.ჯანო დირიჟორია რომელიც ძალიან დაგვაკლდა ამ თამაშებში.მალე დაგვიბრუნდი ჯანო.
ucha
10 სექტემბერი 2018 15:15
0
გოლის მერეც კარში იდგა 10 კაცი? პირიქით ჩვენი ნაკრები ჩადგა 10კაცით კარებში,იმის ნაცვლად რომ შეეტიათ ან ბურთი დაეჭირათ მაინც.
j.ch.
10 სექტემბერი 2018 13:30
4
საღოლ !!! კარგად გიყურებია თამაშისთვის, კიდევ უყურე ხოლმე და ჩვენ წითელი ფორმები არ გვეცვა. ხან წითელი გვაცვია ხან თეთრი .
semi
10 სექტემბერი 2018 14:45
1
ამბობენ რომ ოქრიაშვილი უდისციპლინოა, ქურდულ სამყაროს ეთაყვანება და ასე შემდეგ; ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის მიუღებულია, მისი ნიჭის პატრონი სადღაც კრასნოდარში არ იკარგებოდეს, სულ მცირე სევილიას, ან ტორინოს, ან სენტეტიენში მაინც უნდა თამაშობდეს, მაგრამ ის ისე იხარჯება ეროვნულ ნაკრებში, ისე იბრძვის ბოლო წვეთამდის, რომ ყოველივე ამას ანეიტრალებს; ერთ–ერთი გამორჩეულია ნიჭით და უნარით და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს საქართველოს ნაკრების სასიკეთოთ...
morte
10 სექტემბერი 2018 13:18
2
ერთი წლის უთამაშებლობის შემდეგ დამიჯერეთ რონალდო და მესიც ვერ ითამაშებენ იმის ნახევარს რასაც ახლა თამაშობენ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ოქრი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება ნაკრებში და ბოლომდე იბრძვის, მინდა მიბაძოს ყველამ ამ ბიჭს. ჩაკვეტაძესაც ეტყობა რომ ძალიან შრომისმოყვარე და ძლიერი ნერვების პატრონია, მე მოვისმინე ერთხელ მისი ინტერვიუ და იქ ამბობდა რომ ნერვები არ ქონდა და ახლა ყაზახეთთანაც და ლიტვასთანაც დავრწმუნდი რომ მართლა მასეა, ყოველთვის მშვიდადაა და ელოდება შანსს რომელსაც იყენებს კიდეც, ეს ბიჭი სულით ლიდერია და ასე უნდა გააგრძელოს. წარმატებები ნაკრებს
roma
10 სექტემბერი 2018 10:33
1
unda shexvide formashi da shemdeg matchebshi gamogvadge, sheni dgevandeli tamashi tvaleba da sazodaoba iko.
qomagi
10 სექტემბერი 2018 01:34
24
Es bichi miyvars. Ar aris formashi imedia oqtombramde sheva formashi bolomde daixarjeba nakrebshi rogorc yoveltvis . Chakvetadze aris dges dgeobit gundis dirijori da minda rom kankavas sanakrebo karieris dasrulebis shemdeg es iyos nakrebis kapirani
Emigranti
10 სექტემბერი 2018 01:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული