გიორგი ქვილითაიას კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდა

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაიას ბელგიაში კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ფეხბურთელმა ტრავმა საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე 8 სექტემბერს მიიღო და ის მაშინვე ბრიუსელში გაამგზავრეს.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის! თქვენ მე მაძლიერებთ!" - დაწერა გიორგიმ "ინსტაგრამზე". 

Sportall.Ge

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ფეხბურთელი ვარჯიშის განახლებას.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაიამ კოჭის მოტეხილობა გასულ სეზონშიც მიიღო. მაშინ მას სამი თვე გაუცდა. ამ პერიოდში ტრავმირებული ფეხბურთელი ვენის "რაპიდიდან" "გენტში" გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ ორ ჩატარებულ შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა.

alt#მალედაგვიბრუნდი -

ფეხბურთელები გიორგი ქვილითაიას მხარდასაჭერად!

altგიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ჩვენი ნაკრები რა თარსია ტო...ჯანომ აქ მიიღო ტრავმა..ეხლა ქვილითაიამ..
Vakhtang Lobzhanidze
17:26 11-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული