სტანიმირ სტოილოვი: ველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების ბულგარელ მწვრთნელს, სტანიმირ სტოილოვს თურმე, ნუ იტყვით და ჩვენი გუნდის ფეხის დაცდენის იმედი აქვს. აი, რა განუცხადა მან KazFootball-ს. გთავაზობთ ამონარიდს.

"გულშემატკივართა იმედები ვერ გავამართლეთ. ჩვენ სხვა შედეგის იმედი გვქონდა. საქართველოს ნაკრებთან საკმაოდ დინამიური, მაგრამ ნერვული თამაში იყო. ნათელი შეიქნა, რომ ვინც პირველი გაიტანდა გოლს, ის გაიმარჯვებდა. ჩვენს ფეხბურთელებს დიდი სურვილი ჰქონდათ იმედი არ გაეცრუებინათ სტადიონზე მოსული ქომაგებისთვის. ამ სურვილმა ნერვული ატმოსფერო შექმნა. მათ შებოჭილად ითამაშეს. არ ეყოთ ხასიათის სიმტკიცე.

ამ მატჩზე დაახლოებით 29
ათასი მაყურებელი მოვიდა. ისინი თავიანთი ნაკრების მხარდასაჭერად მოვიდნენ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის კარგი მიღწევაა. იმედი მაქვს, წარუმატებლობა მათ გულს არ გაუტეხს და გამარჯვებები მოვა. აუცილებლად მოვა.

მე და ჩემმა თანაშემწეებმა ვერ შევაფასეთ ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკის არქონა. საქართველოსთან გვინდოდა პირველ ნომრად გაგვეგრძელებინა თამაში. ამისათვის კი მუდმივი დინამიკაა საჭირო. აგრეთვე კარგი კონდიციები. რომ გადაგვეწყვიტა დაცვიდან, მეორე ნომრად თამაში, შესაძლოა დადებითი შედეგი მიგვეღო. ანდორასთან შეხვედრაზე არაფერს არ ვიტყვი. უფრო მაღალი კლასის გუნდს რომ შევხვედროდით, როგორც ეს ბულგარეთთან და უნგრეთთან იყო, შეტევაში სწრაფად მოქმედების საშუალება მოგვეცემოდა და შესაბამისად, შედეგიც იქნებოდა.

რაც შეეხება შანსებს, გულღიად გეტყვით, ჯგუფის ლიდერობა გაგვიჭირდება, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედია, ფეხბურთელებს ესმით ყველა დარჩენილი მატჩის მნიშვნელობა. ველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას და შესაძლოა, მათ ქულები დაკარგონ".

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altანდორას ნაკრების მწვრთნელი: ყაზახეთი საქართველოზე ძლიერია

altანდორა-ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
დედიმისის არ უნდა?
sdfffff
00:46 19-09-2018
0
არაა შორს ის დრო როცა ყაზახეთიდან მალე გაგაბუნძულებენ ბატონო სტანიმირ თუ სტონიმირ თუ ვინცა ხარ...
სვოი
15:32 18-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული