როგორც იცით, ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში კობიაშვილმა განაცხადა, რომ არაბიძე არაპროფესიონალური საქციელით გამოირჩა და ამიტომ მას ნაკრებში ვეღარ ვნახავთ.
არაბიძის კომენტარი ექსკლუზიურად Sportall.ge-მ მოიპოვა.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე ვითამაშებ და 100%-ით დავიხარჯები.
ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო. - განგვიცხადა არაბიძემ.
ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ