მექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

AutoSharing Option
პატარა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ითვისებს. ეს ხშირად კლუბში დაბალი ხელფასითა და დაბალი სათამაშო დონით არის გამოწვეული.

არც ჩვენი მომავალი მეტოქე ანდორის ნაკრებია გამონაკლისი. ფეხბურთელები, რომლებიც ანდორის ჩემპიონატში თამაშობენ, სხვა სამსახურშიც დადიან.

SPORTALL.GE-მ მოიძია ინფორმაცია მეტოქის ფეხბურთელებსა და მათ პარალელურ პროფესიებზე.

გაბი რიერა
33 წლის თავდამსხმელია. მას ანდორისა და ესპანეთის სამოყვარულო კლუბებში უთამაშია. ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.
ის მექანიკოსია.

ივან ლორენცო 32 წლის ვინგერია. საფეხბურთო კლუბ "ბენაბარეს" წევრია. ის ამავდროულად სასტუმროს ადმინისტრატორია.

სასტუმროში მუშაობს 35 წლის კარლოდ ედუარდო პეპპეც. ის მიმღებში ზის და მისულ სტუმრებს არეგისტრირებს.

28 წლის ნახევარმცველი კრისტიან მარტინესი აღმზრდელობით საქმიანობას ეწევა. ის სკოლაში მასწავლებელია. ამავე პროფესიისაა 36 წლის ვეტერანი მარკ პუიოლი, რომელსაც ნაკრებში 80 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

38 წლის ლიდენფოს ლიმა კი პოლიციელია. ის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია ნაკრებში. მას 115 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის კაპიტანია.

სებასტიან გომესი, ვიქტორ მორეირა და ლუიჯი სან ნიკოლასი კი დაცვის კომპანიის წევრები არიან.

altრა გუნდია ანდორის ნაკრები? - სამოყვარულო თუ პროფესიონალური

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბიჭო ვარჯიშის მერე ჩვენი ჩემპიონატის მოთამაშეები კაზინოებში ღამის კლუბებში შარდენის ბარებში ყრიან სვამენ წევიან დაგულაობენ და ესენი დილით თუ მუშაობენ და საღამოს ვარჯიშობენ გგონიათ უფრო ცუდი რეჟიმი აქვთ? მთლად ისე ნუ შეხედავთ თითქოს მუშაობა და ვარჯიში ერთად არ შეიძლებოდეს უბრალოდ იმაზეა ყურადღება გამახვილებული რომ მაღალი დონის არც ჩემპიონატი აქვთ და არც კლასი თორე სადმე ევროპაში კაი ხელფასზე ითამაშებდნენ მაგრამ ის რო თამაში არ შეუძლიატ და უეჭველი ვინმე მოუგებს ეს ესე არაა
lasha
17:39 10-10-2018
3
მაქსიმალური ყურადღება გვმარტებს ამ ორ თამაშში. ეხლა წყდება I ადგილის ბედი... წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. იმედია, კარგად დაწყებულ საქმეს, კარგადვე გააგრძელებენ. გაიხარებენ და ჩვენც გაგვახარებენ!!!
tngh
11:10 10-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული