ოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანდორასთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას გათავისებული გვაქვს ეგ. ჩვენ 6 ქულა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. ყველამ ვიცით ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და საბრძოლო განწყობა", - აღნიშნა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორის ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. 

altვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ

ჩამოსულა, ამიტომ...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული