ანდორელთა თავკაცი: საქართველოსთან მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული

AutoSharing Option
ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" ვლადიმირ ვაისი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელია და საინტერესო ტაქტიკებს იყენებს.

საქართველო ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და შეუძლია ეს მატჩი მოიგოს. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.

საქართველოს ნაკრები კარგად დაკომპლექტებულია და თამაშობენ ძლიერი მოთამაშეები. მათ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში კარგად ერთვებიან: ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი და ა.შ.

შევეცდებით ჩვენმა ნაკრების დაცვამ კარგად ითამაშოს და არ დავუშვათ შეცდომები, აგრეთვე გვსურს კარგი ბურთის ფლობა
გვქონდეს.

საქართველოსთან ორიენტირებული ვიქნებით მოგებაზე და იმედია, ჩვენი გუნდი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. "

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორას ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...

altოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი



მკითხველის კომენტარები / 12 /
აბა რომელი ნორმალური იტყვის ამხელა გზა წაგებისთვის ჩამოვედიო?ამისათვის უნდა ავუხსნათ და ვაჩვენოთ სად-მათ და სად-ჩვენ.ეჭვიც არ მეპარება რომ დამაჯერებლად მოვუგებთ.
გულშემატკივარი
22:32 12-10-2018
0
თქვე კაი ხალხო ხომ არ იტყვის ჩამოვედი საქართველოში და ჩავიჯვიო!!
მაგარი ვინმეა
22:21 12-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული