საქართველო VS ანდორა - დავშალოთ მეტოქის "ავტობუსი"

AutoSharing Option
დღეს, 13 ოქტომბერს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ანდორის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოადგენს. ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში და tkt.ge-ზე მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთების მცირე რაოდენობაა გაყიდული.

საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს და მორიგი სამქულიანი მატჩის ჩატარებას შეეცდება, როცა ანდორის ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, არ წააგოს!

ანდორას ან ლატვიას სათამაშო სტილის გამო ვერ გააკრიტიკებ, ძნელი სანახავია როცა ეგრეთ წოდებულ "ავტობუსს" თამაშობენ, შენი
გუნდი ფონს ვერ გადის, შეიძლება მეტოქემ მომენტზეც დაიჭიროს და გოლი გაიტანოს. თუმცა გვახსოვს ჩვენი ნაკრების მიერ, ევროპულ გრანდებთან არაერთხელ გამოყენებული მსგავსი სტილის ტაქტიკა.

ჩვენი მონახაზი
ვლადიმირ ვაისს ცვლილებები არ უყვარს, კატეგორიულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერიდება და მითუმეტეს გამარჯვებულ შემადგენლობას არასდროს უთითებს სკამისკენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდა ერთი პოზიციისა ალბათ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

სლოვაკმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის პირველია გიორგი ლორიაა და კარში ცვლილებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა რომ მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს. ლორიას თავისი გამოცდილებით, ნამდვილად შეუძლია ანდორისაგან საფრთხეს აგვარიდოს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგ ფორმაშია როინ კვასხვაძე, მაგრამ მეკარეებს ხშირად უწევთ მსგავს სიტუაციაში ყოფნა, არამარტო საქართველოს ნაკრებში, არამედ ძალიან ბევრ წამყვან ნაკრებშიც კი, როდესაც გუნდში ერთი ზედმეტად გამორჩეული მეკარე თამაშობს.

altვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...

დაცვის ხაზი იმდენად კარგად გვაქვს დაკომპლექტებული, ამ ეტაპზე ცვლილებებზე საუბარიც ზედმეტია. ეგ არის, რომ ფლანგზე მოთამაშე მცველების შემცვლელები არ გვყავს. ამ პოზიციაზე კი ოთხეული ასეთია: ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია და გიორგი ნავალოვსკი.

საყრდენ ზონაში ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამ ეტაპზე უკონკურენტოა, ხოლო მეორე ტრადიციულად ნიკა კვეკვესკირი იქნება. ვაისმა ამ შემთხვევაში მთავარი არჩევანი ნიკა კვეკვესკირსა და ვაკო გვილიას შორის უნდა გააკეთოს, ის "ტობოლის" ნახევარმცველს უფრო ენდობა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჯანო ანანიძის არ ყოფნის დროს მის როლს უთავსებს და მეორეც გვილიას არასტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს.

რაც შეეხება შემტევებს, უპირობოდ გადაწყვეტილია გიორგი ჩაკვეტაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის თამაში, რომლებიც ნომინალურად ფლანგებს გაინაწილებენ, თუმცა როგორც ლატვიასთან მატჩში იყო, ისინი მუდმივად იმოძრავებენ და გაცვლიან პოზიციებს.

რაც შეეხება ცენტრს, ამ შემთხვევაში კითხვა ასე უნდა დავსვათ? ათამაშებს თუ არა ვაისი ნაკრებში მყოფ ერთადერთ ფორვარდ ნიკა კაჭარავას? ალბათ არა, რადგან სათანადო ფორმაში არ არის, როგორც ნაკრებში, ისევე ამავდროულად კლუბში. თან პრესკონფერენციაზე სლოვაკმა რამდენჯერმე ახსენა, რომ ვაკო ყაზაიშვილს ფორვარდობა შეუძლია და ამავდროულად მის გვერდით ოთარ კიტეიშვილი იახლა, რაც ალბათ არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი. თუ ყაზაიშვილი ფორვარდად აიწევს, მის პოზიციაზე იდეალური ვარიანტი ოთარ კიტეიშვილია. შეიძლება განვიხილოთ ჯანო ანანიძის ვარიანტიც, თუმცა როგორც ნაკრების თავკაცმა თქვა, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არის და შეიძლება ბოლო ნახევარი საათი დაეთმოს.

თუმცა კარგი იქნებოდა მაღალი თავდამსხმელი, რომელიც მეორე სართულზე ითამაშებდა, სამწუხაროდ კაჭარავამ ეს ლატვიასთან ვერ მოახერხა. რა იქნება ჩვენი გასაღები? ალბათ ბევრი შორეული დარტყმა, რადგან რთულია გუნდთან, რომელიც მუდმივად საჯარიმოშია განლაგებული რამე დააკლო.


ანდორის ნაკრები
მთავარი მწვრთნელი 48 წლის ესპანელი კოლდო ალვარესია, რომელიც ანდორის ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნის და მანამდე სხვა გუნდი არ გაუწვრთნია. ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე კი აღნიშნა, რომ ის არის გუნდის საუკეთესო მოთამაშე და საკმაოდ ნიჭიერი მწვრთნელი. მისი საყვარელი ტაქტიკა 4-2-3-1-ია, თუმცა ეს მონახაზი მინდორზე ხშირად ფორსირებულ დაცვად იქცევა.

გუნდის მთავარი მეკარე 32 წლის იოსეფ გომესია, რომელიც ადგილობრივი კლუბის, "სანტა კოლომას" ღირსებას იცავს. მისი შემცვლელი 35 წლის ფერრან პოლიც ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს. ორივე მეკარე "ტრანსფერმარკტზე" შეფასებული არაა.

ანდორას ყველაზე კარგი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ეს ის კომპონენტია, რომლითაც გამორჩეულები არიან. 38 წლის დესკალდეს "ინტერის" მცველი ილდეფონს ლიმა და 21 წლის ესპანური "ჰორტას" მაქს ლოვერა კარგ წყვილს კრავენ. ამავდროულად, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი 28 წლის მარკ ვალესი, რომელიც ნორვეგიულ "სანდეფორდში" ირიცხება და ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

ნახევარდაცვას რაც შეეხება, ყველაზე სახიფათო და გამოცდილი 33 წლის ფეხბურთელი მარკო ვიეირაა, რომელიც ესპანეთის სამოყვარულო ლიგის გუნდ "მონზონის" ღირსებას იცავს. მას ნაკრებში 82 მატჩი აქვს ჩატარებული. საინტერესო ფეხბურთელია 20 წლის ხუან ცერვუა, რომელიც ანდორელთა საფეხბურთო ტალანტად ითვლება. ის ადგილობრივ კლუბ "ანდორაში" თამაშობს.

რაც შეეხება თავდასხმას, აქ 28 წლის კრისტიან მარტინესს უნდა ველოდოთ. მას 48 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და 2 გოლი აქვს გატანილი.

მოლოდინი
მეტოქის დაუფასებლობას არასდროს მოუტანია სარგებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ფრე მისაღები შედეგი უნდა იყოს. დღეს უნდა მოვიგოთ.

გულშემატკივარში ანდორის მეტოქეობიდან გამომდინარე მატჩისადმი ინტერესი ნაკლებია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ხშირად არ თამაშობს საკუთარ სტადიონზე. გარდა ამისა აქვს შანსი მოგების სერია გააგრძელოს და ერთა ლიგის პირველი ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულოს, ხალხს კი დიდი ძალა აქვს, გადამწყვეტიც კი, გამონახეთ ორი საათი ნაკრებისთვის და გახდით მათი მეთორმეტე მოთამაშე!


altგურამ კაშია: ანდორა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ

altანდორელთა თავკაცი: საქართველოსთან მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული

altოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი

altმექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

მკითხველის კომენტარები / 9 /
Atiatasi ro movies andorastan dzaan magaria a.
Bajo
13 ოქტომბერი 2018 18:47
1
გამარჯობაა მეგობრებოო

ვინმემ ხომ არიცის შემთხვევით საზღვარგარეთიდან თამაშს სად ვუყურო პირველი არხი ბლოკავს ხოლმე სიხშირეს როგორც წესიი.

გმადლობთ
გერმანია
13 ოქტომბერი 2018 18:01
0
ნაკრების თამაშს არ ვტოვებ, სულ დავდივარ, მოდით ვისაც ფეხბურთი გიყვართ დინამოზე, მერე რა რო ანდორას ეთამაშება, მთავარია ნაკრები თამაშობს.
x.x
13 ოქტომბერი 2018 15:25
0
მე მოვდივარ! არააქ მნიშვნელობა ამინდს, არც მეტოქეს :))
Biannkoneri
13 ოქტომბერი 2018 13:53
1
მაგრები ვართ ვიცით გადავლახავთ ბარიერს და ვსიო აღარ დავდივართ სტადიონზე. კარგია ძალიან. აბა ნიჩია ითამაშონ დღეს და ხვალ ნახე აჭრელდება ყველაფერი. მოდით სტადიონზე ყველა შაბათია ვისვენებთ თან.
გენრი
13 ოქტომბერი 2018 13:53
1
უფასოდ შეგვიშვან სტადიონზე და კი ბატონო გავხდებით მე-12-ც და მე-13-ე მოთამაშეც! ისეთ ქვეყნებთან როგორიც ანდორაა შესვლა უფასო უნდა იყოს! აბა ცალკარა თამაშის ყურებას ერთი უტევს მეორე თავს იცავს 90 წუთის განმავლობაში და კლასითაც განსხვავდებიან(ანდორაში ზოგო მხერხავია და ზოგი მეწისქვილე) ფული უნდა გადავიხადოთ!?
დაიწყეთ ეხლა ჩემი კრიტიკა!
13 ოქტომბერი 2018 13:16
32
გუშინ როცა დავწერე საღამოს ეს შემადგენლობა არ გამომიქვეყნეთ, რატომ? არ გინდოდათ კომენტარებში ნანახი შემადგენლობა დაგეწერათ?
roma
13 ოქტომბერი 2018 12:51
1
სტადიონი უნდა გაივსოს! ანდორაა მეტოქე თუ გერმანია მთავარია ჩვენი გუნდი თამაშობს და მხარდაჭერა სჭირდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს!
ირაკლი
13 ოქტომბერი 2018 12:43
0
იმედია ხალხი გამონახავს 5-10 ლარს და მოვა სტადიონზე,სუსტ მეტოქესთანაც ჭირდება ჩვენს გუნდს გამხნევება.წარმატებები
დდდ
13 ოქტომბერი 2018 12:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული