მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოადგენს. ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში და tkt.ge-ზე მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთების მცირე რაოდენობაა გაყიდული.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს და მორიგი სამქულიანი მატჩის ჩატარებას შეეცდება, როცა ანდორის ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, არ წააგოს!
ანდორას ან ლატვიას სათამაშო სტილის გამო ვერ გააკრიტიკებ, ძნელი სანახავია როცა ეგრეთ წოდებულ "ავტობუსს" თამაშობენ, შენი
სლოვაკმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის პირველია გიორგი ლორიაა და კარში ცვლილებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა რომ მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს. ლორიას თავისი გამოცდილებით, ნამდვილად შეუძლია ანდორისაგან საფრთხეს აგვარიდოს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგ ფორმაშია როინ კვასხვაძე, მაგრამ მეკარეებს ხშირად უწევთ მსგავს სიტუაციაში ყოფნა, არამარტო საქართველოს ნაკრებში, არამედ ძალიან ბევრ წამყვან ნაკრებშიც კი, როდესაც გუნდში ერთი ზედმეტად გამორჩეული მეკარე თამაშობს.
ვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...
დაცვის ხაზი იმდენად კარგად გვაქვს დაკომპლექტებული, ამ ეტაპზე ცვლილებებზე საუბარიც ზედმეტია. ეგ არის, რომ ფლანგზე მოთამაშე მცველების შემცვლელები არ გვყავს. ამ პოზიციაზე კი ოთხეული ასეთია: ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია და გიორგი ნავალოვსკი.
საყრდენ ზონაში ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამ ეტაპზე უკონკურენტოა, ხოლო მეორე ტრადიციულად ნიკა კვეკვესკირი იქნება. ვაისმა ამ შემთხვევაში მთავარი არჩევანი ნიკა კვეკვესკირსა და ვაკო გვილიას შორის უნდა გააკეთოს, ის "ტობოლის" ნახევარმცველს უფრო ენდობა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჯანო ანანიძის არ ყოფნის დროს მის როლს უთავსებს და მეორეც გვილიას არასტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს.
რაც შეეხება შემტევებს, უპირობოდ გადაწყვეტილია გიორგი ჩაკვეტაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის თამაში, რომლებიც ნომინალურად ფლანგებს გაინაწილებენ, თუმცა როგორც ლატვიასთან მატჩში იყო, ისინი მუდმივად იმოძრავებენ და გაცვლიან პოზიციებს.
რაც შეეხება ცენტრს, ამ შემთხვევაში კითხვა ასე უნდა დავსვათ? ათამაშებს თუ არა ვაისი ნაკრებში მყოფ ერთადერთ ფორვარდ ნიკა კაჭარავას? ალბათ არა, რადგან სათანადო ფორმაში არ არის, როგორც ნაკრებში, ისევე ამავდროულად კლუბში. თან პრესკონფერენციაზე სლოვაკმა რამდენჯერმე ახსენა, რომ ვაკო ყაზაიშვილს ფორვარდობა შეუძლია და ამავდროულად მის გვერდით ოთარ კიტეიშვილი იახლა, რაც ალბათ არ უნდა იყოს შემთხვევითი ამბავი. თუ ყაზაიშვილი ფორვარდად აიწევს, მის პოზიციაზე იდეალური ვარიანტი ოთარ კიტეიშვილია. შეიძლება განვიხილოთ ჯანო ანანიძის ვარიანტიც, თუმცა როგორც ნაკრების თავკაცმა თქვა, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არის და შეიძლება ბოლო ნახევარი საათი დაეთმოს.
თუმცა კარგი იქნებოდა მაღალი თავდამსხმელი, რომელიც მეორე სართულზე ითამაშებდა, სამწუხაროდ კაჭარავამ ეს ლატვიასთან ვერ მოახერხა. რა იქნება ჩვენი გასაღები? ალბათ ბევრი შორეული დარტყმა, რადგან რთულია გუნდთან, რომელიც მუდმივად საჯარიმოშია განლაგებული რამე დააკლო.
გუნდის მთავარი მეკარე 32 წლის იოსეფ გომესია, რომელიც ადგილობრივი კლუბის, "სანტა კოლომას" ღირსებას იცავს. მისი შემცვლელი 35 წლის ფერრან პოლიც ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს. ორივე მეკარე "ტრანსფერმარკტზე" შეფასებული არაა.
ანდორას ყველაზე კარგი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ეს ის კომპონენტია, რომლითაც გამორჩეულები არიან. 38 წლის დესკალდეს "ინტერის" მცველი ილდეფონს ლიმა და 21 წლის ესპანური "ჰორტას" მაქს ლოვერა კარგ წყვილს კრავენ. ამავდროულად, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი 28 წლის მარკ ვალესი, რომელიც ნორვეგიულ "სანდეფორდში" ირიცხება და ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.
ნახევარდაცვას რაც შეეხება, ყველაზე სახიფათო და გამოცდილი 33 წლის ფეხბურთელი მარკო ვიეირაა, რომელიც ესპანეთის სამოყვარულო ლიგის გუნდ "მონზონის" ღირსებას იცავს. მას ნაკრებში 82 მატჩი აქვს ჩატარებული. საინტერესო ფეხბურთელია 20 წლის ხუან ცერვუა, რომელიც ანდორელთა საფეხბურთო ტალანტად ითვლება. ის ადგილობრივ კლუბ "ანდორაში" თამაშობს.
რაც შეეხება თავდასხმას, აქ 28 წლის კრისტიან მარტინესს უნდა ველოდოთ. მას 48 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და 2 გოლი აქვს გატანილი.
გულშემატკივარში ანდორის მეტოქეობიდან გამომდინარე მატჩისადმი ინტერესი ნაკლებია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ხშირად არ თამაშობს საკუთარ სტადიონზე. გარდა ამისა აქვს შანსი მოგების სერია გააგრძელოს და ერთა ლიგის პირველი ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულოს, ხალხს კი დიდი ძალა აქვს, გადამწყვეტიც კი, გამონახეთ ორი საათი ნაკრებისთვის და გახდით მათი მეთორმეტე მოთამაშე!
გურამ კაშია: ანდორა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ
ანდორელთა თავკაცი: საქართველოსთან მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული
ოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი
მექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები