საქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორა 3:0 დაამარცხა.

ამ მატჩის მოლოდინი დიდი იყო. ჯერ ერთი, ერთა ლიგამ ქართველ გულშემატკივრებში იმედი გააღვივა, თანაც სტარტზე მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ და მითუმეტეს იმან, რომ ანდორელთა დამარცხების შემთხვევაში ჯვაროსნები სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო განიმტკიცებდნენ.

მეტოქე გუნდის მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ყაზახეთთან მიღწეული ფრის შემდეგ განაცხადა, რომ ყაზახთა გუნდი საქართველოზე ძლიერია, რაც უფრო ალბათ, წარმატებით გამოწვეული ეიფორიაში მყოფი კაცის ნათქვამი გახლდათ და ის რომ მართალი არ იყო, ჩვესა ნაკრებს უნდა დაემტკიცებინა. დაამტკიცა კიდეც.

ნახევრადსამოყვარულო
გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ანდორელებს პირველ ნომრად თამაში უბრალოდ არ შეუძლიათ, დაცვაში ჩადგომით და იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და უნდა ითქვას, ეს უკანასკნელ ხანს გამოსდით კიდეც. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა, რაც თამაშს გახსნიდა და შეხვედრა ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართებოდა.

იმის გამო, რომ ზედ მატჩის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მის ნაცვლად ნიკა კაჭარავა დააყენა სასტარტოში. მოკლედ, ვერა დ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება. შეგახსენებთ, ოქრიაშვილის გარდა ტრავმირებულნი არიან თავდამსხმელები ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოწინააღმდეგე თავიდანვე მთელი გუნდით შეტევაში ჩადგა და ჩვენმა გუნდმა შეუტია. შეუტია ორივე ფლანგიდან, აქტიურად. ორი გაცუდებული მომენტის შემდეგ სტუმრებმაც მიიტანეს ჩვენს კარზე იერიში და მეკარე გიორგი ლორიას მოუწია საქმეში ჩართვა. ერთი სიტყვით, ანდორა თავს უნარიანად იცავდა და სწრაფი გოლის გატანა ვერ მოხეხრდა.

26-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკის ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ასცდა. 30-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას ბურთი კარში საბა კვირკველიამ თავით დაარტყა და გოლკიპერმა გადარჩინა თავისი გუნდი და 31-ე წუთზე ლოგიკური გოლიც გავიდა - ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ჯვაროსნებმა შეტევები გააგრძელეს, ნავალოვსკის თავური ოდნავ ასცდა კარს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები აგებდნენ, მეორე ტაიმშიც დაცვაში ჩადგნენ, ვინაიდან სხვაგვარად თამაში არ შეუძლიათ და კაკაბაძე - კიტეიშვილის კომბინაცია კანკავას თავურით და კიპერის შესანიშნავი რეაქციით დასრულდა.

ჩვენი გუნდის უპირატესობა უდიდესი იყო, მეტოქე თავგანწირვით იცავდა თავს, კუთხური კუთხურს მოსდევდა. ამის მერე თამაშის ტემპი დაეცა, სანახობრივი მხარეც და ვაისმა ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე ტრავმამორჩენილი ჯანო ანანიძის შეყვანა გარისკა.

84-ე წუთზე ყაზაიშვილმა კვეკვესკირის ჩინებული პასით მეორედ დალაშქრა გომესის კარი, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კანკავამ კაკაბაძის გადაცემა გამოიყენა, მესამე გოლი გაიტანა და - 3:0.

ასე და ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგაზე სამივე შეხვედრა მოიგო, მდევრებს 7 ქულით გაექცა და თან გოლიც არ გაუშვია. ვერაფერს იტყვი, ჩინებული შედეგია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ანდორა 3:0
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (31), 2:0 ყაზაიშვილი (84), კანკავა (90+4)
გაძევება: ვიეირა (90)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 89), კაჭარავა (გვილია 81)

ანდორა: გომესი, მარტინესი, უოლესი, რებესი (პუიოლი 78), ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, ცერვოსი, მ. რუბიო (ჯ. რუბიო 88), ლოვერა (გარსია 44), როდრიგესი

altსაქართველოსა და ანდორის ნაკრების ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
გილოცავთ!!! ბიჭებს და გულშემატკივრებს... ლატვიასთან სერიოზული მომზადება, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს. ყველა ქულა ჩვენთვის უკვე ძვირფასია!!!
tngh
14 ოქტომბერი 2018 13:44
0
გელა ნუგზარაშვილის არყოფნა დაგვეტყო შეტევებში.
გიორგი
14 ოქტომბერი 2018 12:21
14
შენ ავადმყოფი ხარ?
სიმართლე
15 ოქტომბერი 2018 10:57
0
შანსი არაა ამ საიტმა და ლელომ რამე კარგი დაწერონ მწვრთნელზე, სამაგიეროდ კრიტიკისთვის საბაბს არ უშვებენ ხელიდან.
Semi
14 ოქტომბერი 2018 09:54
2
გილოცავთ გამარჯვებას! ლატვიასთან გამარჯვება და ვინაღდებთ პირველ ადგილს. აქვე კრიტიკა; კვირკველიას კონდიციები მადარდებს, ამ სეზონში მოუკლო, რაღაც დამძიმებულია, მეტი ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო თორე ინგლისში არავინ დაუძახებს.
იბერია
14 ოქტომბერი 2018 01:45
2
Aset tamashebshi chaketils vgulisxmob bevrs wkvets individualuroba arabidze chirdeba nakrebs
Gio
14 ოქტომბერი 2018 00:21
12
vulocav saqartveloos am gamarjvebaaas gala nugzarashviltan ertad bigenti gabiskirac unda gamoidzaxos vaismaaa torem isee araperi ar gveshvelebaaaa sauketesoo porvardiaaaaa
soso111
14 ოქტომბერი 2018 00:10
9
არადა სტოილოვი საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას ელოდება :-) :-) :-)
ჰა ჰა ჰაააა
14 ოქტომბერი 2018 00:07
0
გელა ნუგზარაშვილს უნდა მივაწვეთ ისევ თორე ხომ ხედავთ დვალიშვილის გამოძახებას ფიქრობს...
გიორგი
14 ოქტომბერი 2018 00:00
10
შენ რა ტვინი წაიღე ამ გელა ნუგზარაშვილით??? ყველა სტატიის კომენტარებში რომ ახსენებ!!! ვინაა ასეთი,გუგლშიც კი ვერ მოვძებნე...თუ ღადაობ,უკვე ძალიან გაღუნე ტვინი!!!
პროვოკატორი
14 ოქტომბერი 2018 22:51
0
3 თამაშში 9 ქულა, ბურთები 6:0, 1 ადგილი ჯგუფში, მდევართან სხვაობა 7 ქულა. შთამბეჭდავი მაჩვენებლებია, მაგრამ . . . ზედმეტი ეიფორია გვაქვს და ბევრ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას: ყაზახეთი, ლატვია და ანდორაა ჩვენი მეტოქეები, დღეს საერთოდ მოყვარულებს ვეთამაშეთ და ყბადაღებული მტკიცება იმის რომ "ავტობუსი ჩააყენა" ანდორამ არასერიოზულია. სამწუხაროდ ყაზახეთთან მატჩის ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით, თამაშის ხარისხი ძალიან დაბალია, ტაქტიკა გაურკვეველი, თამაშში საერთოდ არ ჩანს სილაღე, რაც ასეთ ნაკრებებთან უნდა გქონდეს ასეთი ტექნიკური არსენალის (მათთან შედარებით) მქონე გუნდს და ვფიქრობ უბრალოდ გუნდს უნდა ქონდეს იმის უნარი რომ ანდორასნაირ ნაკრებთან ფეხბურთის თამაშით ასიამოვნოს საკუთარი გულშემატკივარი. ვინმემ დღეს თამაში ნახეთ? ლატვიასთან გუნდი დაინახა ვინმემ? წინა თამაშებში ჩაკვეტაძე მაინც იყო და დღეს ჩვენს გუნდში რამე პოზიტივი დაინახეთ? თუ ვთვლით რომ ეს არის ჩვენი მაქსიმუმი, ვიხაროთ უსახური თამაშით ანდორის განადგურებით და თუ მეტი გვინდა მოვითხოვოთ და იქნებ ფედერაციამ გამოიღვიძოს და რეალურად დაიწყოს ნაკრების შენება, რომელიც 4 წელში მაინც რუმინეთის, უკრაინის, ირლანდიის და მსგავსი გუნდების ტოლ-სწორი იქნება.
???
13 ოქტომბერი 2018 23:55
26
ასე უარყოფითად შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით.პოზიტივი დავინახე და მეტავი სხვა თამაშებშიც შეინარჩუნონ.საქართველოს ნაკრების ერთ ერთი მთავარი ნაკლი ვაისის ნაკრებში,იყო ის,რომ შეტევის დროს პასი ყიველთვის ისე გაიცემოდა ხოლმე,რომ შემტევი იძულებული ხდებოდა სიჩქარე დაეგდო,შემდეგ ბურთის დამუშავებაში ჰკარგავდა დიდ დროს შედეგად მოულოდნელობის ეფექტი 0-მდე დადიოდა და მხოლოდ ბურთის ფლობის პროცენტიღა შეგვრჩებოდა ხოლმე.გამონაკლისიც ხდებოდა,მაგრამ იშვიათად,ბიჭები ვერ რისკავდნენ.გუშინ ეს უკვე შეცვლილი იყო სასიკეთოდ და ამას დასწრებაზე თამაშიც დაუმატეთ.გუშინ კანკავა ბრწყინვალე იყო და არა მხოლოდ დაცვაში.გოლი გაიტანა დასწრებაზე და ვალდებული იყო მეორეც გაეტანა.აქ რა თქმა უნდა მეტოქის დაბალი კლასიც უნდა გავითვალისწინოთ,მაგრამ რაც მთავარია შესძლებია შეტევაში მწვავე მოქმედება და ეს თამაში თავის რწმენასაც შეჰმატებს.ჯგუფში გამარჯვება თითქმის გარანტირებული გვაქვს,მაგრამ ოფიციალური თამაში გაცილებით სჯობს ამხანაგურებს და ეს მომდევნო თამაშებში აუცილებლად წაგვადგება.მომდევნო თამაშები აუცილებლად უნდა მოვიგოთ,მაგრამ ფსიქოლოგიური დატვირთვა შემცირებული გვექნება და გუნდის სილაღეზე ეს აუცილებლად იმოქმედებს,ძალიან იმედით ველი ზარანდიას დებიუტსაც,კაჭარავას კი ერთი გოლი სჭირდება და ყველაფერი წესრიგში ჩადგება.ძალიან საწყენია ოქრის ტრავმა,ადრე ასეთი რამე ქვილითაიას დაემართა,მანამდე ჯანომ მატჩის დასაწყისშივე მიიღო მძიმე ტრავმა...ტრავმის გარემოებები არ ვიცი,მაგრამ ამდენი ტრავმები მაინც წინასწარი მოთელვის ჩატარების ხარისხიანობაზე მაფიქრებს.წესით ამდენი საგანგებო შემთხვევა, გუნდში არ უნდა ხდებოდეს.
სოსო
14 ოქტომბერი 2018 10:09
3
გეთანხმებით.საქართველოს ნაკრები რიგ მომენტებში ცუდ შდაბეჭდილებას ტოვებს.ასეთი თმაშით ევროპის ჩემპიონატზე ვერაფერს გავხდებით.
გიოშა
14 ოქტომბერი 2018 07:54
9
კაჭარავამ ეს თამაშიც ჩააგდო. არ ჯობდა გელა ნუგზარაშვილი გამოეყვანა?
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:40
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული