ოთარ კაკაბაძე: ლატვიასთან მორიგი სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორას განადგურების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

" რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ, უახლოეს მდევარს უკვე შვიდი ქულით ვუსწრებთ და ეს ძალიან კარგია. წინ კიდევ სამი მატჩია და მოგებას ვაპირებთ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ასეთი უპირატესობა უკვე გვაქვს.

უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან კარგია სამ შეხვედრაში გოლი ჯერ არ გაგვიშვია. ყველა თამაშში ვცდილობთ, რომ კარი მშრალად შევინახოთ, რადგან წინ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებისგანაც გოლს ველოდებით და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 
დაცვის ხაზმა არ გავუშვათ. ჯერჯერობით ამ დავალებას კარგად ვასრულებთ.

ცოტა დროა ლატვიასთან შეხვედრამდე, ძალები უნდა აღვიდგინოთ და მორიგი სამი ქულისთვის ვითამაშოთ" 

altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

altანდორელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული