12:50. დილიდან აქაურ სპორტულ გაზეთს ვეძებ, თუმცა ვერცერთ საგაზეთო ჯიხურში ვერ აღმოვაჩინე. სამაგიეროდ, შემხვდა საფეხბურთო თემატიკის გადაფხიკე და მოიგე. გადავფხიკე, თუმცა ჯერ ვერ გავერკვიე, მოვიგე თუ არა.
11:05. წინასამატჩო პრევიუ
ლატვია VS საქართველო - გავინაღდოთ ჯგუფური ეტაპის მოგება
10:45. ზუსტად 12 საათში საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ლატვიის
09:00. ოთარ კაკაბაძის კომენტარი ლატვიასთან მატჩამდე
ოთარ კაკაბაძე: ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ
02:00. სამუშაო დღეებში ბარებში ლატვიელებს ნაკლებად ნახავთ. ისინი მხოლოდ პარასკევს საღამოს და შაბათს უთმობენ დროს გართობას. ბარში მხოლოდ იმათ ნახავთ, ვისაც ჰოკეის ყურება უნდა და მეგობრებთან ერთად შესცქერის ტელეეკრანებს.
22:05. "დაუგავას არენაზე" საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა
22:00. ბილეთების ფასი 4.90 ევროდან 15.00 ევრომდე მერყეობს. თუ ლატვიაში იმყოფებით, მისი შეძენა მითითებულ ლინკზე შეგეძლებათ.
21:45. გურამ კაშიას კომენტარი ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით
გურამ კაშია: იმედი მაქვს ხვალ ლატვიის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს
21:00. ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები
20:34. ლატვია-საქართველოს მატჩში სტადიონის ნახევრად შევსებას ელოდებიან
ლატვია-საქართველოს მატჩში სტადიონის ნახევრად შევსებას ელოდებიან
19:22. "დაუგავას სტადიონი", სადაც ხვალ შეხვედრა გაიმართება. ეს სტადიონი 10 461 ადამიანს იტევს.
18:00. ლატვიელთა ნაკრების მცველმა ვიტალი იაგონდინსკიმ საქართველოსთან შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა
ლატვიელთა მცველი: ჩვენ საქართველოს უგოლო სერია უნდა დავასრულოთ
17:56. ლატვიელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა
ლატვიელთა მწვრთნელი: ნუ უყურებთ რეიტინგს, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
16:47. საქართველოს ნაკრებს ადგილობრივი სათვისტომოს წევრები აეროპორტში დახვდნენ
საქართვეოს ნაკრებს რიგაში ქართველი ქომაგები დახვდნენ [VIDEO]
15:10. საქართველოს ნაკრები ლატვიაში ჩავიდა
11:27. 15 ოქტომბრის განრიგი (ჩვენი დროით).
რიგა, "დაუგავას სტადიონი"
17:15. ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.
18:00. ლატვიის ნაკრების ვარჯიში (ღიაა საწყისი 15 წუთი).
20:30. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.
21:00. საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ღიაა საწყისი 15 წუთი).
10:56. საქართველოს ნაკრები უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და გასამგზავრებლად ყველა პროცედურას გადის. ნაკრებს ლატვიაში 25-მდე გულშემატკივარი მიჰყვება. გუნდში კარგი განწყობაა.
საქართველოს ნაკრები რიგაში მხოლოდ ერთი თავდამსხმელით მიემგზავრება