ალექსანდრე რეხვიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა

AutoSharing Option
სანამ "დაუგავას სტადიონზე" ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია დაიწყებოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ალექსანდრე რეხვიაშვილი შემხვდა. როგორც იცით, რეხვიაშვილმა კარიერა ლატვიაში დაასრულა და ამჟამად რიგაში საფეხბურთო საქმიანობას ეწევა.

ჩვენ მას ქართული და ლატვიური ფეხბურთის გამოწვევებზე ვესაუბრეთ და დღეს გასამართი მატჩის შესახებაც ვკითხეთ.

- ფეხბურთი ისეთი რაღაცაა, რომ რთულია, პროგნოზები გააკეთო. პირველ რიგში, მინდა საქართველოს ნაკრებს ის წარმატება მივულოცო, რაც ამ ბოლო ხანებში გვაქვს. საქართველო ლატვიაში სრული ქულათა მარაგით ჩამოვიდა და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ალბათ აქედანაც მორიგი გამარჯვებით წავა.

- როგორ
შეაფასებდით საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილს, მოგწონთ ხარისხი?
- მთავარი არის შედეგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს თამაშებიც და ხვალინდელი მატჩიც იმ ფაქტის დამადასტურებელი იქნება, რომ ნაკრები სწორი გზით მიდის. თუნდაც ჩვენ დროს მატჩის შემდეგ ვამბობდით, რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი არ გვქონდა. ამ ეტაპზე კი საქართველოს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, წარმატებას მიაღწიოს.

- რას ფიქრობთ, ამ ფორმაციის ნაკრებს შეუძლია ერთა ლიგის მოგება?
- ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარია, რომ საქართველოს ნაკრებმა შეუჩერებლად გააგრძელოს გზა წარმატებისკენ. იმედი მაქვს, რომ ასეთი თამაშით ნაკრები მთავარ შედეგს დადებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა.

- საქართველოს ნაკრებში ვის გამოარჩევდით?
- ალბათ, ცალკეულ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევდი. ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნაკრები სტაბილურად თამაშობს და გუნდურად კარგად არის აწყობილი. ხალხი დაუბრუნდა ფეხბურთს და სასიამოვნო ფაქტია, რომ "დინამო არენა" ივსება, გულშემატკივარი კი მრავლად დადის სტადიონზე.

- ლატვიურ ფეხბურთში კარგად ერკვევით, ამ ქვეყნის ნაკრები 2004 წელს კონტინენტის პირველობაზე თამაშობდა, თუმცა დღეს გაცილებით სუსტად გამოიყურება. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
- მაშინდელი წარმატება ერთი გუნდის ბაზაზე იყო მიღწეული, ჩემი ლატვიელი გუნდელებიდან ყველა ნაკრებში იყო და ამ თაობამ დიდი როლი ითამაშა მაშინდელ წარმატებაში. შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა და დღესდღეობით არ ულხინს ლატვიურ ფეხბურთს.

დღეს ქართული ფეხბურთი ნამდვილად წინ არის, თუმცა ლატვიურ ფეხბურთშიც იგეგმება გარკვეული ცვლილებები, რაც ალბათ გარკვეულ შედეგს გამოიწვევს.

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: საქართველოს ნაკრებმა დაუგავა არენაზე ივარჯიშა

altვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული