საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია პირველ ტაიმში 2:0 დაამარცხა.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.
დღეს ყაზახეთმა ანდორა 4:0 დაამარცხა და ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ყოფნიდა.
თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო, დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოშო მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი
ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.
თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.
მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.
რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:2
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)
ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი, ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი, გუტკოვსკისი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი
მერებ ...
გამოიყვანეთ გელა ნუგზარაშვილი შეტევის გასაძლიერებლად.ვერ ხედავთ რომ ვერ ვუტევთ?
მიდი გელა!!
მიდი გელა!
მიდი გელა!!