ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
გელა ნუგზარაშვილი ნაკრებში საჭიროა
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 00:50
25
რამდენჯერ გავიცინოთ პატივცემულო ?
)))))
17 ოქტომბერი 2018 12:26
0
გიოშა, ძმაო. გეთანხმები, მაგრამ გათამაშების დასაწყისში არა მგონია ასეთი რამ გვეფიქრა, წარსული შედეგებიდან გამომდინარე. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ "დ" დონის გუნდებტთნ მათ არაფერი ესაქმებათ. თამაშის ხარისხი რომ თვალშისაცემია და გუნგი გუნდს გავს, ეს ცალსახაა.
zaal
18 ოქტომბერი 2018 11:48
0
პირველ რიგში ყველას გილოცავთ გამარჯვებას.მეორე-ვინ არის ეს ვითომ ღადავისტი ვინმე გიორგი?სრულიად სპორტალ.გე-ს მკითხველებს რომ შეუჭამა ტვინი გელა ნუგზარაშვილზე წერით?ეტყობა მაგრად ეწევა.ადმინ რომ დაბლოკოთ არა???
რუსლანი
17 ოქტომბერი 2018 10:16
4
ყაზაიშვილი რო პასებზე ღორობს მარტო მე მეჩვენება?
ბექა
17 ოქტომბერი 2018 09:09
6
გელა ნუგზარაშვილი ტალანტია!!!@
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:03
33
მიდი გელა. შენ ხარ ნაკრების იმედი
.
აუ რა გოლი ჩასვა გელა ნუგზარაშვილმა..
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:01
27
მერებაშვილის ნაცვლად გელა ნუგზარაშვილი უნდა შემოეყვანა
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 00:47
24
გუშინ კომენტარი დავწერე არ გვინდა თავდამსხმელებით თამაში მეთქი და გამლანძღეს ქვილითაიას და კაჭარავას ძმაკაცებმა.
შეტევა
17 ოქტომბერი 2018 09:19
1
მადლობა ბიჭებს(მერებას ჩათვლით), რომ იხარჯებით ბოლომდე!!
შოთა
17 ოქტომბერი 2018 08:54
2
მაიცა ამ მერებაშვილზე ჯვარი გვაქვს დაწერილი თუ რა არის. ფეხბურთის თამაში არ იცის და ეს კაცი ნაკრებში იზახებს. მოაშორეთ ეგ და ნავალოვსკი ნაკრებს ვერ ხედავთ ფეხბურთის თამაშის გაგებაში არ არიან.
aleko
17 ოქტომბერი 2018 03:37
39
მერებაშვილზე გეთანხმებით, მაგრამ ნავალოვსკი ამ ბოლოს ათამაშდა.
შეტევა
17 ოქტომბერი 2018 07:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული