ვლადიმირ ვაისის სია - ნდობის ფაქტორი, ტრავმები და უთამაშებლობა

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ანდორაში უხმო და თავისი მორიგი სია გამოამზეურა. ტრადიციულად, არც გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ დიდი ცვლილებები იქნებოდა და ასეც მოხდა. 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ანდორაში შეიკრიბება, 14 ნოემბრიდან კი ჩვენც შევეცდებით, უფრო ნათლად გადმოგცეთ ესპანეთი-საფრანგეთის გზაგასაყარზე მყოფი ჯუჯა სახელმწიფოდან საინტერესო ინფორმაციები.

ვაისის სია სტაბილურობის შეგრძნებას გაძლევს. მას არ უყვარს შემადგენლობის ხშირი ცვლა და რომ დაფიქრდე, მართალიცაა. საქართველოს ნაკრების ლიდერები მუდმივად გვაკლია, ასეთ დროს კი გამოსავალი "გუნდის" შექმნაა, რომელიც კარგად იცნობს ერთმანეთს და ერთ ჯაჭვშია მოქცეული. ამას გარკვეული შედეგიც აქვს,
მაგალითად, 4 მატჩში 2045 გაცემული პასი, მათგან 1761 ზუსტი, ანუ სიზუსტე 84%!

ვლადიმირი ცდილობს, ქართული ტექნიკური ფეხბურთი კომბინაციურს შეურწყას. ამან ერთა ლიგაზე შედეგი გამოიღო, მომავალ წელს კი საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა მოვახერხოთ ამის ჩვენება. ფაქტობრივად, ერთა ლიგა გამოდგა კარგი ტურნირი არა მარტო შედეგებისთვის, არამედ ნაკრების ზრდისთვის. ნელ-ნელა ჩვენთვის უჩვეულო ფეხბურთი შევითავსეთ, თუმცა ყველაფერს საკვალიფიკაციო უკეთესად გვიჩვენებს.

კარის ხაზი

გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო არც ველოდით. ზაურ მახარაძის ერთა ლიგაზე დამატება ვერ მოხერხდა. იმედია, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეძლებს შემოუერთდეს ჩვენს გუნდს, თუმცა მას მართებს "ზორიაში" ძირითადი შემადგენლობა დაიბრუნოს.

იორგი ლორიას პირველობამ გაამართლა, 4 მატჩი - უგოლო სერია ნაკრებში, 8 გაკეთებული სეივი და პატარა შეცდომები. ვიმედოვნებთ, ის ზამთარში ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც სათამაშო დროც ექნება და მისთვის შესაფერისი დონეც იქნება.

რაც შეეხება სათადარიგო მეკარეებს, მთავარ კიპერს ზურგს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე როინ კვასხვაძე და საკმაოდ პერსპექტიული ლაზარე კუპატაძე უმაგრებენ.

დაცვა

ცვლილებები არც უკანა ხაზშია, 5 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგის მცველი. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველებს მოუწევთ ფლანგზე პოზიციის შეთავსება.

რაც შეეხება სათამაშო ფორმას: "სან ხოსემ" სეზონი დაასრულა და გურამ კაშია თავისუფალია; საბა კვირველია უცვლელია რუსეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგას ამჯერად ტრიბუნებიდან უყურებს; დავით ხოჭოლავას პერიოდულად აძლევენ სათამაშო დროს და დიდად არ ენდობიან; ლაშა დვალი "პოგონში" საუკეთესოა დაცვის ხაზში; ჯიმი ტაბიძეც "უფაში" გამორჩეულია და აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი-ორჯერ მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა; სრული სათამაშო დრო აქვთ ოთარ კაკაბაძესაც და გიორგი ნავალოვსკისაც.

ნახევარდაცვა

საყრდენ ზონაში უთამაშებლობის რაოდენობა იზრდება! ვაკო გვილიას კლუბში არ სწყალობენ; გიორგი აბურჯანიამ ბოლო შეხვედრა "ლუგოში" გამოტოვა; ჯაბა კანკავა ახლა უბრუნდება მოედანს და შეიძლება ნაკრებს ვერ დაეხმაროს, ხოლო საუკეთესო ფორმაში ნიკა კვეკვესკირია.

ტრავმის გამო გვაკლია თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი. სლოვაკმა, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ჯანო ანანიძის საჭიროება ვერ დაინახა და ზედმეტ რისკს თავი აარიდა, რადგან ჯერ კიდევ შორსაა ქართველი სასურველი ფორმისგან.

იდეალურ ფორმაშია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც კვლავ მთავარი გასაღები იქნება ნაკრებისთვის და მისგან მორიგ პერფომანსებს ველოდებით.

კვლავ უნდა დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ შეუტევს მარჯვენა ფლანგიდან? არჩევანი გვაქვს: ლუკა ზარანდია, რომელიც კარგ ფორმაშია; გიორგი მერებაშვილი, რომელიც ბოლო შეხვედრები "პლოცკში" კარგ ფეხბურთს აჩვენებს, გიორგი ჭანტურიშვილი კი სლოვაკეთის ჩემპიონატში ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლით გამოირჩა. იდეალური ვარიანტი, ალბათ, ზარანდიაა, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია, თუმცა ვაისი ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულ ფეხბურთელს ხშირად სინქრონულად მოძრავ ფეხბურთელს არჩევს.

ამასობაში კი ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელსაც გაცილებით უკეთესი გუნდი ეკუთვნის, ვიდრე "გიოტებურგია". რადგან კლუბი და ფეხბურთელი სულ სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობენ, ხარაიშვილს მეტი ესაჭიროება.

რაც შეეხება ფორვარდის უკან მყოფ ნახევარმცველს, ვაკო ყაზაიშვილი არის ამ პოზიციის მესაკუთრე და თუ ფორვარდად ათამაშეს, მაშინ  ოთარ კიტეიშვილს ან ხარაიშვილს მიეცემა დრო, ან სულაც რომელიმე საყრდენს ვიხილავთ უფრო წინ.

თავდასხმა

უამრავი გვარი გაისმა დღეს სოციალურ ქსელებში: კაპანაძე, გაბედავა, ზივზივაძე, ბეგლარიშვილი და ა.შ. თუმცა ვაისი საქმით გვეუბნება, წყალწაღებული ჩემპიონატიდან ფეხბურთელის გამოძახებას არ ვაპირებ და მისი სიკარგე უკეთეს ადგილზე დაამტკიცოსო. ვერც იტყვი, რომ ვინმეს ჩაგრავს. უბრალოდ, როცა მჭედლიძე და ქვილითაია ტრავმირებულნი არიან, სხვა ფორვარდებს კი სათამაშო ფორმა კატასტროფული აქვთ, უნებურად გეფიქრება იმათზე, ვისაც გოლი გააქვს და ეგება ნაკრებშიც საჭირო მომენტში, საჭირო ადგილზე აღმოჩნდესო.

ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" ბოლო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. თუ ფეხბურთის ქომაგი ხარ, ეს უნდა გაგიხარდეს, რადგან ნიკას შესვლა ფორმაში გარკვეულ პრობლემებსაც მოგვიხსნის, თუმცა ნელა პროგრესირებს და ჩვენ სწრაფი შედეგი გვესაჭიროება.

რაც შეეხება ნაკრებში კვლავ მოხმობილ ბაჩანა არაბულს, არც მის გუნდსა აქვს კარგი სეზონი და არც ბაჩანას. აგვისტოს შემდეგ ზუსტად 10 მატჩი გახდა უნგრეთის ჩემპიონატში საჭირო, რათა არაბულს მეორე გოლი გაეტანა.

altლეგიონის უქმეები: ბეგლარიშვილის ბენეფისი, 7 გოლი და ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი [VIDEO]

დაბოლოს...

ალბათ, ამ შემადგენლობას ანდორასთან 15 ნოემბერს არ გაუჭირდება, თუმცა თბილისში რევანშის სურვილით ჩამოსული ყაზახები შეეცდებიან, ერთა ლიგის ბოლო მატჩი 19 ნოემბერს ჩაგვამწარონ. ახლა კი მთავარი საზრუნავი მეოთხე კალათაა და საუკეთესო შედეგის დადება ერთა ლიგაზე.



altვლადიმირ ვაისმა ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა



altვლადიმირ ვაისმა ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ვლადიმირ ვაისმა ნაკრებს უხმო და თავისი მორიგი სია გამოამზეურა, ტრადიციულად არც გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ დიდი ცვლილებები იქნებოდა და ასეც მოხდა. 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ანდორაში შეიკრიბება, 14 ნოემბრისთვის კი მეც მხვდა პატივი, რომ უფრო ნათლად გადმოგცეთ, ესპანეთი-საფრანგეთის გზაგასაყარზე მყოფი ჯუჯა სახელმწიფოდან საინტერესო ინფორმაციები.

ვაისის სია სტაბილურობის შეგრძნებას გაძლევს, მას არ უყვარს შემადგენლობის ხშირი ცვლა და რომ დაფიქრდე მართალიცაა. საქართველოს ნაკრების ლიდერები მუდმივად გვაკლია, ასეთ დროს კი გამოსავალი "გუნდის" შექმნაა, რომელიც კარგად იცნობს ერთმანეთს და ერთ ჯაჭვშია მოქცეული. ამას გარკვეული შედეგიც აქვს მაგალითად 4 მატჩში 2045 გაცემული პასი, 1761 ზუსტი ანუ სიზუსტე 84%!
ვლადიმირი ცდილობს ქართული ტექნიკური ფეხბურთი, კომბინაციურს შეურწყას. ამან ერთა ლიგაზე შედეგი გამოიღო, მომავალ წელს კი საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა მოვახერხოთ ამის ჩვენება. ფაქტიურად ერთა ლიგა გამოდგა კარგი ტურნირი არა მარტო შედეგებისთვის, არამედ ნაკრების ზრდისთვის, ნელ-ნელა ჩვენთვის უჩვეულო ფეხბურთი შევითავსეთ, თუმცა ყველაფერს საკვალიფიკაციო უკეთესად გვიჩვენებს.
კარის ხაზი
გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო არც ველოდით. ზაურ მახარაძის ერთა ლიგაზე დამატება ვერ მოხერხდა, იმედია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეძლებს შემოუერთდეს ჩვენს გუნდს, თუმცა მას მართებს "ზორიაში" ძირითადი შემადგენლობა დაიბრუნოს.
გიორგი ლორიას პირველობამ გაამართა, 4 მატჩი უგოლო სერია ნაკრებში, 8 გაკეთებული სეივი და პატარა შეცდომები. ვიმედოვნოთ ის ზამთარში ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც სათამაშო დროც ექნება და მისთვის შესაფერისი დონეც იქნება.
რაც შეეხება სათადარიგო მეკარეებს, მთავარ კიპერს ზურგს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე როინ კვასხვაძე და პერსპექტიული ლაზარე კუპატაძე უმაგრებენ.
დაცვა
ცვლილებები არც უკანა ხაზშია, 5 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგის მცველი. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველებს მოუწევთ ფლანგზე პოზიციის შეთავსება.
რაც შეეხება სათამაშო ფორმას: "სან ხოსემ" სეზონი დაასრულა და კაშია თავისუფალია, საბა კვირველია უცვლელია რუსეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგას ამჯერად ტრიბუნებიდან უყურებს, დავით ხოჭოლავას პერიოდულად აძლევენ სათამაშო დროს და დიდად არ ენდობიან, ლაშა დვალი "პოგონში" საუკეთესოა დაცვის ხაზში, ჯიმი ტაბიძეც "უფაში" გამორჩეულია და აღსანიშნავია ისიც რომ ერთ-ორჯერ მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა.
ნახევარდაცვა
საყრდენ ზონაში უთამაშებლობის რაოდენობა იზრდება! ვაკო გვილიას კლუბში არ სწყალობენ, გიორგი აბურჯანიამ ბოლო შეხვედრა "ლუგოში" გამოტოვა, ჯაბა კანკავა ახლა უბრუნდება მოედანს და შეიძლება არ იყოს, ხოლო საუკეთესო ფორმაში ნიკა კვეკვესკირია.
ტრავმის გამო გვაკლია თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი. სლოვაკმა სავარაუდოდ ამ ეტაპზე ჯანო ანანიძის საჭიროება ვერ დაინახა და ზედმეტ რისკს თავი აარიდა, რადგან ჯერ კიდევ შორსაა ქართველი სასურველი ფორმისგან.
იდეალურ ფორმაშია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც კვლავ მთავარი გასაღები იქნება ნაკრებისთვის და მისგან მორიგ პერფომანსებს ველოდებით.
კვლავ უნდა დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ შეუტევს მარჯვენა ფლანგიდან? არჩევანი გვაქვს: ლუკა ზარანდიას რომელიც კარგ ფორმაშია, გიორგი მერებაშვილის რომელიც ბოლო შეხვედრები "პლოცკში" კარგ ფეხბურთს აჩვენებს, გიორგი ჭანტურიშვილმა კი სლოვაკეთის ჩემპიონატში ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლით გამოირჩა. იდეალური ვარიანტი ალბათ ზარანდიაა, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია, თუმცა ვაისი ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულ ფეხბურთელს, ხშირად სინქრონულად მოძრავ ფეხბურთელს არჩევს.
ამასობაში კი ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელსაც გაცილებით უკეთესი გუნდი ეკუთვნის ვიდრე "გიოტებურგია". რადგან კლუბი და ფეხბურთელი სულ სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობენ, ხარაიშვილს მეტი ესაჭიროება.
რაც შეეხება ფორვარდის უკან მყოფ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილი არის ამ პოზიციის მესაკუთრე და თუ ფორვარდად ათამაშეს, მაშინ მიეცემა დრო კიტეიშვილს ან ხარაიშვილს, ან სულაც რომელიმე საყრდენს ვიხილავთ უფრო წინ.
თავდასხმა
უამრავი გვარი გაისმა დღეს სოციალურ ქსელებში: კაპანაძე, გაბედავა, ზივზივაძე, ბეგლარიშვილი და ა.შ. თუმცა ვაისი საქმით გვეუბნება წყალწაღებული ჩემპიონატიდან ფეხბურთელის გამოძახებას არ ვაპირებ და მისი სიკარგე უკეთეს ადგილზე დაამტკიცოსო. ვერც იტყვი, რომ ვინმეს ჩაგრავს, უბრალოდ როცა მჭედლიძე და ქვილითაია ტრავმირებულია, სხვა ფორვარდებს კი სათამაშო ფორმა კატასტროფული აქვს, უნებურად გეფიქრება იმათზე ვისაც გოლი გააქვს და ეგება ნაკრებშიც საჭირო მომენტში, საჭირო ადგილზე აღმოჩნდესო.
ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" ბოლო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, თუ ფეხბურთის ქომაგი ხარ ეს უნდა გაგიხარდეს, რადგან ნიკას შესვლა ფორმაში გარკვეულ პრობლემებსაც მოგვიხსნის, თუმცა ნელა პროგრესირებს და ჩვენ სწრაფი შედეგი გვესაჭიროება.
რაც შეეხება ნაკრებში კვლავ მოხმობილ ბაჩანა არაბულს, არც მის გუნდსა აქვს კარგი სეზონი და არც ბაჩანას. აგვისტოს შემდეგ ზუსტად 10 მატჩი გახდა საჭირო, რათა არაბულს მეორე გოლი გაეტანა.
და ბოლოს...
ალბათ ამ შემადგენლობას ანდორასთან არ გაუჭირდება, თუმცა თბილისში რევანშის სურვილით ჩამოსული ყაზახები, შეეცდებიან ერთა ლიგის ბოლო მატჩი ჩაგვამწარონ. ახლა კი მთავარი საზრუნავი მეოთხე კალათია და საუკეთესო შედეგი ერთა ლიგის ყველა ჯგუფში.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვლადიმირ ვაისი და ვლადიმირ პუტ(კ)ინი.
მიდი გელა!!
აბო რუხაძე
01:16 08-11-2018
2
George გადავხედე და რა "აღმოვაჩინე"თურმე ამ ჩვენ ვაისს წინა შესარჩევი მოუგებლად ანუ ვერცერთი თამაშში ვერ გაიმარჯვა მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა და გეკითხები სლოვაკეთში ან ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში გაუგრძელებდნენ კონტრაქტს მაგ შედეგიდან გამომდინარე? მაქვს ძალიან კონკრეტული პასუხი ნაკრების ბოლო ეგრეთწოდებულ მიღწევებზე ვიმყოფებით ყველაზე როგორც იტყვიან ჭ ჯგუფში და არი რეალობა რომ არსებობენ ჩვენზე სუსტი ნაკრებები და მოვუგეთ პლიუს რამდენიმე მომენტი რომელმაც დადებითად იმოქმედა გუნდზე და დადგა თითქოსდა დადებითი შედეგი ყველაზე მეტად მინდა ნაკრების წარმატება და ნებისმიერი შემეჯიბროს ქვეყნის სიყვარულში მაგრამ რა ვთქვა გუნდზე რომელსაც ერთი გააზრებული დამუშავებული კომბინაციაა არააქვს.
კახა
22:05 07-11-2018
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული