საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან ერთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამართა.
"ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია, კარგი მწვრთნელით და მისგან ბრძოლას ველოდებით. ანდორას ორი ქულა აქვს და შეეცდება კიდევ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, თუმცა ჩვენ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით. მართალია, ჯგუფში ლიდერები ვართ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება, რათა საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე სასურველი რეიტინგი გვქონდეს.
რაც შეეხება შეტევის ხაზს, ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი
ცენტრფორვარდით, ჩვენი სათამაშო სქემა ცოტა განსხვავებულია. თუკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ყაზაიშვილი თამაშობს, შეტევას განსხვავებულად ვაწყობთ, თუ გამოკვეთლი ფორვარდია, ტაქტიკაც შესაბამისია.
რაც შეეხება შეტევის ხაზს, ბოლო პერიოდში გუნდი კარგად თამაშობს და ყველა შეხვედრაში 2-3 გოლი გავიტანეთ. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვთამაშობთ თუ არა გამოკვეთილი
არაბული გამოვიძახეთ, ვინაიდან ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და უნგრეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს. ვნახოთ, შესაძლოა, ის ძირითად შემადგენლობაში დავაყენო. ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა, სწრაფად უნდა ვითამაშოთ.
ჭანტურიშვილი ევროპა ლიგაზე და სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად ასპარეზობს და ამიტომ ვიხმე. მე მისი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ და არაა გამორიცხული, ძირითად შემადგენლობაშიც ვათამაშო.
ფაქტიურად მუდამ წამყვანი ფეხბურთელების გარეშე გვიწევს თამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამაკმაყოფილებელი შედეგის ჩვენება შევძელით. ჩემის აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში ლატვიაში ვაჩვენეთ, ამიტომ ბევრი ცვლილება არ იქნება. მხოლოდ 2-3 პოზიციაზე, სადაც პერსპექტიული მოთამაშეების ხილვა გვსურს.

გამარჯვება გვსურს, ასე ვემზადებოდით ლატვიის წინააღმდეგ, ასე მოვემზადეთ ანდროსთვისაც. ვიცი, ადვილი თამაში არ იქნება, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შეასრულებენ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს".
შეგახსენებთ მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.