10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან ფრე (1:1) ითამაშა.

სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მოგებათა სერიაც შევაჩერეთ და მშრალი სერიაც დასრულდა, ეს კი არაერთმა მიზეზმა განაპირობა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10 ბალიან შეფასებებს.

გიორგი ლორია - 4.0 - ერთი დარტყმა და ერთი გოლი, რამდენჯერაც არ უნდა უყურო ამ მომენტს, ეს ნამდვილად არ იყო აუღებელი ბურთი. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარეს უფრო რთულად ასაღები ბურთები გაუნეიტრალებია. თუმცა მარტო ესეც არ არის, მისი გადაცემები ხშირად არაზუსტი იყო და რამდენჯერმე გარისკა კიდეც. ფაქტია,
ლორიას სასწრაფოდ ესაჭიროება პრაქტიკა, სხვა შემთხვევაში რეგრესი სახეზეა.

ოთარ კაკაბაძე - 6.0 - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს ორივე გოლის შემთხვევაში წვლილი მიუძღვის, პირველ შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძეს იდეალური გადაცემა გაუკეთა, მეორე შემთხვევაში მის ჯარიმას მოჰყვა გოლი. სხვა მხვრივ ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევებში და დაცვაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - "შახტარის" მცველს ბევრი საქმე არ ჰქონია, ცენტრალური დაცვა ძირითად შემთხვევაში უსაქმოდ გვყავდა. ერთადერთი ფაქტი რაც მას თანაგუნდელებისგან გამოარჩევს პასების სიზუსტეა, მან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 92.9% დააფიქსირა.

ჯიმი ტაბიძე - 5.5 - "უფას" მცველს დატვირთვა არ ჰქონია, არც მეტოქე აწუხებდა ხშირად და არც თვითონ აწუხებდა მათ.

გიორგი ნავალოვსკი - 5.5 - იმ ფონზე როდესაც ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არ იყო, ნავალოვსკი კაპიტნად მოგვევლინა. ფლანგიდან ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა ნაკლებად გამოსდიოდა და ხშირ შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძის პასებით მომმარაგებელი იყო.

ვაკო გვილია - 4.5 - სამწუხაროდ გვილია იმ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს რაც გვახსოვს, ეს ისევ და ისევ პრაქტიკის არ ქონის ბრალია. ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში თავის ძველ კონდინციებს დაუბრუნდება.

ნიკა კვეკვესკირი - 5.5 - იმ ფონზე როცა ორი საქმის გაკეთება სრულად მას უწევდა - შეტევების ჩაშლაც და პასებიც გაცემაც, ცოტა აირია და ორივეს თანაბრად ვერ ახერხებდა. თუმცა ის ერთა ლიგაზე კანკავასთან ერთად კარგ წყვილს ქმნიდა და კაპიტნის დაბრუნების შემდეგ, ალბათ თავის საქმეს უფრო კარგად შეასრულებს.

ოთარ კიტეიშვილი - 6.0 - პირველ ტაიმში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ხშირად ამწვავებდა შეტევებს და ამავდროულად  თანაგუნდელებს შეტევების ჩაშლაში ეხმარებოდა. თუმცა მეორე ტაიმში ის ისეთივე აღარ იყო, რასაც საბოლოოდ მისი შეცვლა მოჰყვა.

გიორგი ჩაკვეტაძე - 6.5 - ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, ჩაკვეტაძე ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებსო და მართალია, თანაგუნდელებმაც უნდა აუბან მას მხარი, რათა თვითონაც უფრო უკეთესად წარმოჩინდეს და ისინიც. მან შეხვედრის დასაწყისშივე გოლი გაიტანა, ამავდროულად ცდილობდა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციებზე გაიყვანა. მცდელობა იმისა, რომ მეტოქის მცველებისთვის თავგზა აებნია, მეტოქის უხეში ქმედებებით სრულდებოდა, რაც ტრავმის რისკს ქმნიდა ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

ვაკო ყაზაიშვილი - 4.0 - 34 გაცემული პასი! მისი პოზიციისთვის უჩვეულოა, იყო თუ არა საერთოდ მოედანზე ესეც საკითხავია. მოედანზე არა ვაკო არამედ მისი აჩრდილი დარბოდა, იმედია თვითონაც აცნობიერებს იმას, რომ "სან ხოსესთან" კონტრაქტი აღარ უნდა გააგრძელოს და სასწრაფოდ ევროპაში დაბრუნდეს. ამავდროულად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ის ნომინალურად მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა, თუმცა იქ მისი ადგილი არ იყო და ცენტრში გადმოსულს აღარაფერი გამოსდიოდა.

ბაჩანა არაბული
- 4.5 - დაახლოებით ორი მომენტი მაინც ჰქონდა, როცა შეეძლო გაეტანა, თუმცა სათანადოდ ვერ იმოქმედა. "პუშკაშის" ფორვარდმა თავდამსხმელის პრობლემა ნამდვილად ვერ გადაჭრა. არც პოზიციონერებაში გამოირჩეოდა და არც საქმეში.

ცვლილებები

ვახტანგ ჭანტურიშვილი - დაახლოებით 13 წუთი იყო მოედანზე და მხოლოდ ორი ზუსტი პასი გააკეთა, მისთვის კი ეს დრო შანსი იყო რათა თავი უკეთესად წარმოეჩინა, მითუმეტეს იმ ფონზე რომ მეტოქის ფეხბურთელები ვარსკვლავებს ვერ წყვეტდნენ.

ნიკა კაჭარავა - "ანორთოსისის" ფორვარდისგან არც არაფერს განსაკუთრებულს ველოდით და არც არაფერი გაუკეთებია.

ლუკა ზარანდია - იმ ფონზე როცა ნაკრები ვერაფერს აკეთებდა, ზარანდიასნაირი ტექნიკური ფეხბურთელი გაცილებით ადრე უნდა გამოჩენილიყო მოედანზე, თუმცა ის მოედანზე 87-ე წუთზე ვიხილეთ.

ვლადიმირ ვაისი 4.0 - როდესაც ანდორასთან ფრეს თამაშობ, აქ მწვრთნელის ბრალეულობა დიდია. ფაქტია სლოვაკმა თავის კოლეგასთან სამწვრთნელო დუელი წააგო. იმ ფონზე, როცა ბოლომდე იდეალურად გვინდოდა საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულება, ამდენი ცვლილება არ იყო საჭირო და გუნდის მოშლა. შეიძლება ცენტრალურ მცველებს საქმე არ ჰქონიათ, თუმცა მოედანს აკლდა ლიდერი და გურამ კაშია რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მოედანზე სათადარიგო სკამზე იყო. არც უპრაქტიკო ფეხბურთელების თამაშმა გაამართლა, არც მარჯვენა ფლანგზე ყაზაიშვილის გამწესებამ და ვერც ბაჩანა არაბულის ფორვარდობამ. საბოლოო ჯამში მეოთხე კალათაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მაკედონიაც ერთი ქულის ზღვარზე მოგვიახლოვდა.

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

მკითხველის კომენტარები / 27 /
რატო არ გამომიქვეყნეთ, არ გაწყობთ ობიექტული კრიტიკა? მიტოა კარგად საქმე
ლევანი
17 ნოემბერი 2018 17:51
0
იმედია ყაზახეთთან მატჩში ვიხილავთ გიორგი გაბედავას !
ნიკო
17 ნოემბერი 2018 16:45
1
მეც ვეთანხმები რომ ვაისმა ბევრი შეცდამა დაუშვა, როგორც შემადგენლობის დაყენების ისე შეცლების დაგვიანების შემთხვევაში, უთამაშებელი გეხბურთელი რომ პრობლემაა ეს ხომ ანი ბანია, და გოლი ლორიას შეცდომას კი არაა, არამედ ვაისის!
ირაკლი
17 ნოემბერი 2018 14:52
0
როგორც ჩანს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვაისი კორუმპირებულია, იმიტომ ვართ დარწმუნებულნი რომ ნაკრებში არ იძახებს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს და ბომბარდირს გიორგი გაბედავას.
ლევანი
17 ნოემბერი 2018 17:28
7
Ratom arcerti fexburteli ar gamoxatavs tavis mosazrebasgrigol vashadzis gancxadebaze romelmac titoeul tqvengans iribad tu pordapirad sheuracyofa mogayenat rom fexburtelebi ar gvasaxeleben da ase shendeg dafinanseba unda shecyvitos turme sad xar kashia yvela aqcieashi rom igeb monacileobasb da yvela fexburtrls gekitxebit tu martals ambobs iyavit chumad mashin tqveni dumili imis maniahnebelia rom etanxmebit mis gancxadebas. 90 ianebshi dabruneba ar gvindao da tu dafinanseba sheucyvites fexvurts martla dabrundeba fexburti 90 ianebshi nacnoboba fulit gundshi migebebi da ase shemdeg sheidzleba kidev aris mase marabise dzaan agar rogorc 90 ianebshi iyo fexburtelebs eqnebat isev 300-400 larebi da mere nu gagikvirdebat tamashebis chacyoba gayidvebi ai merebiqneba tu iqneba katastrofa bavshta fexburti mokvdeba saertod da momavali taoba gaqreba
Emigranti
17 ნოემბერი 2018 14:12
1
Nacebis saitia vashadzeze rac davcere sul dabloket )))))))
Emigranti
17 ნოემბერი 2018 15:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული