„პირველი ადგილი ჯგუფში უკვე განაღდებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია, რათა გვსურს რომ დივიზიონში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ცვლილებები ნამდვილად იქნება. ნავალოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებს. 100%-ით მზად არ არის დღევანდელი მონაცემებით არაბულიც, ხოლო სხვა ფეხბურთელები ყველანი მზად არიან. თუმცა, ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში ადვილი არაა. ზოგადად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეტევის ხაზში გეგმა ვერ
მოხარულები ვართ, რომ საწყის 4 ტურში მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრებს ახლა არ აქვს ამის უფლება, რადგან ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო და მოედანზე მოცემულ ვითარებაში საუკეთესო ფეხბურთელები გავლენ.
არ ვფიქრობ, რომ ანდორაში ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ხოჭოლავა დიდ გუნდში თამაშობს, კიტეიშვილი „შტურმის“ საუკეთესო ფეხბურთელია, ტაბიძე რუსეთში სტაბილურად თამაშობს და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება არაბულს, ის მომენტი რომ გამოეყენებინა, დღეს სხვა სურათი ექნებოდა., თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ თამაშში უნდა გამოვცადოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყაზახეთის დასამარცხებლად. ლორიას რაც შეეხება, ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ხვალ.
თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, როცა ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ შემდეგ მოუმატონ და უკეთ ითამაშოს. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება დაგეთანხმოთ, რადგან თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შეცვლები ალბათ დაგვიანებულიც იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ ანდორასთან ძალაინ გვაკლდნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ჯაბას ჰქონდა ჯანმრთელების პრობლემა და სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არაა“.
შეგახსენებთ შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 21:00 საათზე გაიმართება
გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის უარყოფითი და დადებითი მხარეები
10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში