19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.
დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.
78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.
აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!
თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0 (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2
ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)