შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
ჩვენ უფალმა გამოგვიგზავნა ბიჭი საოცრება, ბიჭი იმედი, ბიჭი გენიოსი, ბიჭი, ვისი თამაშის ხილვის გამოც ღირს გიყვარდეს ფეხბურთი, ქართული ფეხბურთი!!!
მადლობა უფალო გიორგისთვის და მისი ქართველობისთვის!!!
მადლობა გიორგი სიხარულის ცრემლებისთვის!!!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა 73
23:10 19-11-2018
1
ESPN + კომენტატორი ამბობს: "ევროპული გრანდი გუნდების გასაგონად - თვალი გეჭიროთ ქართველების 10 ნომერზე. ის ჯერ სულ რაღაც 19 წლისაა. მერე გვიანი არ იყოს".
ფანტასტიური მობილიზება და რაც მთავარია გარდაქმნა. დიახ! ეს იყო პერფორმანსი. მოიგო ვაისმა, მოიგო გუნდმა. დიდი მადლობა ბიჭებს სიხარულის ცრემლისთვის, ჩვენი გახარებისთვის. მერაბაშვილი ყოჩაღ! ბევრი დაგიწუნეთ, ბევრიც გაძრახეთ და მაინც არ გატყდით, დაამტკიცეთ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშია დიდი პატივია. მადლობა დიდი გაწეული შრომისთვის.
P.S. ძალიან მინდა თბილისში...
TanoLife
23:09 19-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული