შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
რა იყოთ ეიფორიაში ჩავარდით? ჯერ არაფერი არაა მიღწეული. ბევრი გვინახავს ტალანტები, მერე რომ ჭ კლასის გუნდები ენატრებათ. ჩაკვეტაძემ უბრალოდ კარგად დაიწყო, მერე ვნახოთ. ბარსას და ბავარია ამ ეტაპზე სასაცილოა უბრალოდ. პიარშიკები ფეხბურთში არაა საჭირო
...
20 ნოემბერი 2018 03:14
71
რა იყო რა პესიმისტი ხარ
beqa1685
20 ნოემბერი 2018 10:53
0
ყაზაიშვილი გამოდი გიცანით
beqa
20 ნოემბერი 2018 11:15
4
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გაიხარეთ და იმედია, კიდევ ხშირად გაგვახარებთ!!! იმის იმედიც მაქვს, რომ სპორტის და, კერძოდ ფეხბურთის დაფინანსება სახელმწიფოდან, კიდევ გაგრზელდება... ზოგიერთების გულის გასახეთქად... შედეგი სახეზეა!!!
tngh
20 ნოემბერი 2018 11:23
0
მადლობა ჩვენს ნაკრებს ამ დიდი სიხარულისთვის, ასეთი კარგი თამაშებით ევროპის ჩემპიონატზე (დიდი იმედია რომ გავალთ) გაგეხარებინოთ საქართველო. ღვთის წყალობაა ჩაკვეტაძე, კარგად აეწყო გინდიც, არის დიდი კონკურენცია, რაც აუცილებლად შედეგს მოიტანს. ცალკე მინდა კაჭარავას თემას შევეხო: დღეს მის შემოსვლას შედეგი მოჰყვა და ბევრს მოძრაობდა და აწუხებდა მეტოქეს, ეს ბიჭი აუცილებლად შევა ფორმაში და კიდევ არაეეთხელ გაგვახარებს გულშემატკივრებს.
soso
20 ნოემბერი 2018 10:06
0
გასაგებია, რომ ბევრი ფიქრობს ჯერ ადრეა ჩაკვეს ტალანტად აღიარებაო, მაგრამ დიდ ნაკრებში ასე მოთამაშე მე არ მახსოვს არც არაბიძე, არც ჭანტურია და ა.შ. თავის ტოლებში კიბატონო, მაგრამ ეს ბიჭი მარტო დ ლიგაში კი არა ბელგიაშიც მაღალ დონეზე თამაშობს. ყველა თამაში ამან მოიგო ჩემი პირადი აზრით.
VAXO
20 ნოემბერი 2018 09:30
0
ყენია თამაშობდა ასე, იმედია ჩაკვეტაძეს არ დაემართება ტრამვა მასსავით.
Semi
20 ნოემბერი 2018 12:09
0
ჩა-კი, ჩა-კი, ჩა-კი, ჩა-კი...
ჩაკი
20 ნოემბერი 2018 14:28
2
გილოცავთ!!! მადლობა გიორგი! ვულოცავ მერებაშვილსაც :) და ვაისს. მგონი ვერც ვაისი ვეღარ შეუშლის ამ კაცს, საქართველოს ნაკრების გაყვანაში! მადლობა გიორგი! მადლობა გიორგი!
გადასარევი გიორგი
20 ნოემბერი 2018 03:19
17
აშკარა იყო, რომ ყაზაიშვილმა კაჭარავაზე ითამაშა და პრაქტუკულად 100 პროცენტიანი მომენტი გაცუდდა, ერთის მხრივ კარგია, მაგრამ არ არის გამართლებული, სარისკოა ყოველთვის და უნდა გაითვალისწინოს.
ჭიჭე
20 ნოემბერი 2018 12:25
1
ნახევარფინალი ჯერ შორსაა და იმედი მაქვს ტრავმირებულები იმ დროისთვის მწყობრში იქნებიან. ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ოღონდ დაკვირვება მართებს ახალი გუნდის შერჩევის დროს! "გენტში" გაისად არავინ დატოვებს!
მერაბი
20 ნოემბერი 2018 09:25
0
ყოჩაღ ბიჭებო და ყოჩაღ ვაის! შეიძლება ითქვას, რომ ერთი თამაში ჩავაგდეთ ამ ერთა ლიგაზე და ერთი ამბავი ატეხეს! არ შეიძლება ესეთი უმადურობა. სულ ერთ დონეზე გერმანიაც კი ვერ დგას. ძლივს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო და კიდე ვაისს აგინებთ? შეიძლება ცოტა შეცდომები კი აქვს(მაგ.შეცვლის დაგვიანება) მაგრამ წადი უძახო არასწორია. ფეხბურთელების მიმართაც ამდენი ლანძღვა გინება რა უბედურებაა, ერთი ფეხი თუ დაუცდა ვინმეს, გადათელავენ. არა და სულს და გულს დებენ თამაშში, თუნდაც მერებაშვილი... მე გახარებული ვარ და მომავალსაც იმედიანად ვუყურებ. გაუმარჯოს საქართველოს!!!
შოთა
20 ნოემბერი 2018 09:18
2
ჩაკვეტაძემ მოუგო ყაზახეთს!)
ბრავო გიორგი
Geo
20 ნოემბერი 2018 09:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული