ყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.

"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.

ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.

ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.

იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".

მკითხველის კომენტარები / 31 /
მეტი რა უნდა ვუქნათ რომ გაჩერდნენ? თავისას მაინც არ იშლიან, ახლა ეს D ლიგა მოგვაგებინა და მერე ჩვენ, "ჯუჯები" ორ წელში ევრო 2020-დან გამოვუგზავნით გულთბილ და გულითად მოკითხვას. 3-4 წელიო რომ თქვა, ალბათ 2022ში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებენ ესენი
გულშემატკივარი
23 ნოემბერი 2018 13:01
0
თქვენ ჩვენამდე ვერ მოხვალთ, რადგან დღEს, ოცნების საქართველოში, ისე არაფერს ექცევა ყურადღება, როგორც ყანწს. თქვენ კი მხოლოდ არაყს სვავთ
ვარქსენ პიტიახში
23 ნოემბერი 2018 12:02
1
ფეხბურთი სისხლში უნდა გქონდეს და არა ფულში.
status quo
23 ნოემბერი 2018 11:46
1
ადმინ
სადმე იყო დაცინვა ყაზახებზე? შეიძლება ვინმე ქომაგმა დაწერა, მაგრამ ან ჟურნალისტისგან ან სპეციალისტისგან ასეთი რამ თუ იყო, გთხოვთ აუილებლად დაწეროთ. წაქცეულ მტერს არ კლავდნენ წინაპრები და დაცინვა ხომ საერთოდ გაუგებარია, თან მეგობარ ქვეყანასთან.
მეორე, გავაანალიზოთ რას წერს ეს კაცი? ამბობს, ქართველები უფულობის გამო უცხოეთში მიდიან, ხოლო ჩვენ პირიქით უცხოელებს ვიწვევთო. აღნიშნავს რომ ტალანტებიც გვყავს, ხოლო თვითონ ელოდებიან.
მესამე, ესეთი სტატიები იმას ნიშნავს, რომ ისინი ემზადებიან, ამიტომ კარგი იქნება თუ ჩვენც დავწერთ, რა გვაქვს მომავალში გეგმაში. ნუთუ მხოლოდ 10 გუნდიანზე გადასვლა და სახელმწიფოსგან საარსებო მინიმუმის გამოყოფა არის საკმარისი ფეხბურთის გასანვითარებლად?
haha
23 ნოემბერი 2018 10:44
0
ადმინს რას ერჩი, ეგ მაგ წვრილთვალებას წარმოსახვის ნაყოფია.დდ
დაა
23 ნოემბერი 2018 16:50
0
ან ვინ დასცინა ყაზახებს ან სად რა წაიკითხა?, ან რა პრობლემაა თუ ეგენი მოუმატებენ და უკეთესად ითამაშებენ.
ჩვენთვისაც უკეთესი იქნება, რომ უფრო მაღალი დონის გუნდთან ვითამაშებთ.
მარტო ჩაკვეტაძის იმედზე არ ვიქნებით იმედია და ბევრი სხვაც გამოჩნდება გიორგის დარად. ისე ამ ბოღმა ჟურნალისტს მართლა არ აწყენდა ისტორიის გადახედვა.
WTF
23 ნოემბერი 2018 10:38
0
მანამდე არ ჭამა შენმა გვარმა და ჯილაგმა სანამ მაგას ვერ მოესწრო შენ!!!
333
23 ნოემბერი 2018 10:26
0
ჯერ გადახტი ჩუკჩა და ჰოპლა მერე დაიძახე :-)
oneli
23 ნოემბერი 2018 10:07
6
ამას ნიჭისა და ტრადიციების შესახებ არაფერი სმენია ეტყობა?მარტო სიმდიდრე და ფული, რომ თამაშობდეს ფეხბურთს არაბები მსოფლი ჩემპიონები იქნებოდნენ.დდდ ნიჭი ბიძიკო ნიჭი.დ
Mmm
23 ნოემბერი 2018 09:45
0
გაიხარე!ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი!
Alex.F.
23 ნოემბერი 2018 13:27
0
ვაი შენს პატრონს!:)
:)
23 ნოემბერი 2018 09:45
0
წარმატებები
დემეტრე
23 ნოემბერი 2018 08:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული