ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.
"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.
ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.
ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.
ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.
იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".