ძალიან მინდა, იმედი არავის გავუცრუო - გიორგი ჩაკვეტაძის ინტერვიუ kvirispalitra.ge-სთან

AutoSharing Option
19 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღეს გუნდის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია.

აქედან გამომდინარე, ლამის ყველაზე მოთხოვნადი რესპონდენტიც, მაგრამ... ბევრი ლაპარაკი რომ არ უყვარს და მით უმეტეს, ჟურნალისტებთან, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით. ამაში ცუდი არაფერია: გიორგიმ საქმით, მოედანზე გააგრძელოს "ლაპარაკი" და მისი პასუხიც ეს იქნება მედიისა თუ მისი გადაბირების მსურველებისთვის.

ახალგაზრდა ქართველის შეძენა უკვე იმდენ ძლიერ კლუბს სურს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "გენტი" კლუბისთვის სარეკორდო ფასად შეელევა. განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად (როგორც კლუბების, ისე მკითხველის), თავად ფეხბურთელს
სავარაუდო ტრანსფერზე ლაპარაკი არ სურს, სხვა თემებს კი მეტ-ნაკლებად შევეხეთ და ვფიქრობ, დაგაინტერესებთ კიდეც.

მოკლედ, 12 ნოემბერს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო, გიორგი ჩაკვეტაძე კი "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ბელგიაში გადაბარგება სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა და "გენტი" სერიოზულ ტრამპლინად იქცევა შენს კარიერაში!
- ჩემი გადაბირება სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, არჩევანი "გენტზე" შევაჩერე. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა ლაშა ჯაკობიას, გიორგი გახოკიძესა და როჯერ ჰენროტაის! ბელგიაში სწორედ ამ ხალხის დახმარებით მოვხვდი, ვენდე და არც შევმცდარვარ...

- კლუბის არჩევაში არ შემცდარხარ, მაგრამ ბოლო მატჩებია, ვერც ბელგიაში გაჩერებენ და ვერც ეროვნულ გუნდში. რისი დამსახურებაა ეს? "გენტის" მწვრთნელის შეცვლამ იმოქმედა დადებითად თუ ნაკრებში კარგმა თამაშმა შეგმატა თავდაჯერება?
- ვფიქრობ, ყველაფერი ჩემმა მონდომებამ განაპირობა. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო. ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის უდიდესი სტიმულია და ძალიან მიხარია, რომ მენდობიან.

- ოდესმე გიფიქრია, რომ 19 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდი?
- არა, ამ ასაკში ასეთ რაღაცას ვერასდროს წარმოვიდგენდი...

- ჩაკვეტაძე - ევროპის მთავარ ტალანტებს შორის "ვარსკვლავი", "ახალი ქინქლაძე" და ა.შ. რას გრძნობ, როცა შენ შესახებ ასეთი შეფასებები გესმის?
- ბედნიერი ვარ, მართლაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. ძალიან მინდა, იმედი არავის გავუცრუო!

- სტიმულს გაძლევს, მაგრამ ასეთი შეფასებები დათვურ სამსახურსაც ხომ არ გაგიწევს, განვითარებაში ხელს ხომ არ შეგიშლის?
- დღეს ნამდვილად არ მიშლის ხელს! ვეცდები, მომავალშიც ასე გავაგრძელო, ჩემს საქმეს ყოველთვის გულით, მთელი სერიოზულობით მივუდგე და არაფერი ამივარდეს თავში.

- უკვე გახდი ისტორიის ნაწილი, როგორც "ერთა ლიგაში" გატანილი პირველი გოლის ავტორი. რას ფიქრობ ამ თემაზე?
- ძალიან ბედნიერი ვარ!


მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი ძალიან კარგი ბიჭია და თავის საქმეში (თავის ადგილზე) ბრწყინვალეა, მაგრამ ეს დაავადებული პროვინციელი მასა იმენა არაფრის ღირსი არ არის.
Bidzi.
22:45 23-11-2018
8
მაგარი ბიჭია.წარმატებებს ვუსურვებ.ერთი მინუსი ამასაც ჰქონია :-) რონალდო არა მესი გიო :-) მოინდომე და მერე მესის და რონალდოს ჰკითხავენ ჟურნალისტები,მბაპე თუ ჩაკვეტაძე ?ნეტავ მართლა ესე მოხდებოდეს.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0