Luzerner Zeitung: ნაკრებიდან დაბრუნებულმა ქართველებმა "ლუცერნის" სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლონ

AutoSharing Option
Luzerner Zeitung-მა "ლუცერნის" ქართველ ლეგიონერებზე ოთარ კაკაბაძეზე და ვაკო გვილიაზე წერილი გამოაქვეყნა.

სახელდობრ, სტატიაში ნათქვამია, რომ მათ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზეს, მაგრამ კლუბში, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად მოუწევთ ბრძოლა.

კლუბის სპორტული დირექტორი რემო მაიერი გაახარა ჯვაროსნების წარმატებამ და იმედი აქვს, რომ ეს ქართველ ლეგიონერებს უკეთ თამაშში დაეხმარება

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ლუგანოსთან" მოგებულ მატჩში (4:1) არც ერთს არ მიუღია მონაწილეობა და საერთოდ, ახალი მწვრთნელი რენე ვაილერი მათ არ სწყალობს.

"ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ გვილია ძირითად შემადგენლობაში ფეხს ვერ
იკიდებს, ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 65 წუთი ითამაშა და ვერ ამართლებს გულშემატკივრების მოლოდინს, - წერს ჟურნალისტი დანიელ უირში.

მაიერი ამბობს, რომ კაკაბაძის მდგომარეობა გვილიაზე უკეთესია, ის 23 წლისაა და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

25 ნოემბერს "ლუცერნი" "ბაზელს" მასპინძლობს და საინტერესოა, ათამაშებენ თუ არა კაკაბაძესა და გვილიას.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ვთქვი და ვიმეორებ, კაკაბაძეს წელს რეგრესი აქვს, მიტომაც არ ჰქონდა შეთავაზებები ესპანეთში და იაფადაც შეელიენ. სეზონი წინაა და თუ არ მოუმატა, მაგის ფლანგზე კაცი სანახავი იქნება. ისედაც სანახავია, მარა ვაისი ახლებს არ სწყალობს. გვილიაც იგივე დღეშია, ცოტა უარესში და საერთოდ მაგარ ბანძ გუნდში არიან, ტრენერიც არ უვარგათ. ჩვენს ბიჭებზე უკეთესი ვინა ყავთ ნეტა, არც არავინ. მე მგონი დაიბრუნებენ ავტორიტეტს, თუ არადა გუნდი უნდა შეიცვალონ.
ლევანი
24 ნოემბერი 2018 19:13
1
იმ გუნდში სადაც ძირითადში არ ათამაშებენ არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი არ უნდა გაჩერდეს! უკეთესია ყაზახეთში და უზბეკეთში რეგულარულად ითამაშონ ვიდრე ტრიბუნიდან ნაღვლიანი თვალებით უყურონ როგორ თამაშობენ სხვები!
aburjga
24 ნოემბერი 2018 11:53
1
კაკაბაძის დიდი იმედი მაქვს უნდა ითამაშოს ამ ბიჭმაც დიდი ფეხბურთი !
George
24 ნოემბერი 2018 01:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული