ვლადიმირ ვაისი: ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა

AutoSharing Option
ევროპირველობის კენჭისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

"რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ თუ ორ თამაშს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია ძალიან რთული მეტოქეა, ისევე როგორც დანია. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა.

ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში
თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია,რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება.

რთულია, თქვა რომელი გუნდი უფრო ძლიერია, შვეიცარია თუ დანია. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება.
მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს დაამტკიცა ერთა ლიგის გათამაშებაზე, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცემს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ.

დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია.

სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის."

მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორც ვიცით ჩვენ ჯგუფში მოხვედრილი გუნდებიდან შვეიცარია და დანია ისევე როგორც ჩვენ ითამაშებენ ერთა ლიგის პლეიოფს და არის შანსი რომ 3-ვე გუნდი გავიდეს ევროპაზე ერთა ლიგიდან. ამ შემთხვევაში რა ხდება ირლანდია და გიბრალტარიც მოხვდებიან ევროპაზე???
ან ჩვენ თუ 4-ე ადგილი დავიკავეთ და შვეიცარია და დანია ერთა ლიგასაც მოიგებენ მაშინ შესაძლებელია 4-ე ადგილითაც მოვხვდეთ ევროპაზე???
ოთო
02 დეკემბერი 2018 20:50
6
მარტალია, შესარჩევი არის ძირითადი. ერთა ლიგის პლეი ოფი 2020–შია და იქ ითამაშებენ ისინი, ვინც ევროზე ვერ გავა შესარჩევიდან. შესაძლო A დივიზიონის 12–ვე გუნდი გავიდეს ევროპაზე შესარჩევიდან, მაში ქვედა დივიზიონს დაემატება 1 ადგილი და ასე შემდეგ.
alexandre
03 დეკემბერი 2018 09:25
1
არა, აქედან თუ გავლენ ის კარგავს აზრს და იქ შემდეგი გადის, ფინალისტი მაგალითად. შესარჩევი არის ძირიტი ტურნირი
გოჩა
02 დეკემბერი 2018 22:48
1
ყველა გამოხმაურება
რა მაინტერესებს ერთა ლიგაზე დანია და შვეიცარია გავიდნენ პლეიოფში ისევე როგორც ჩვენ. რა მოხდება თუ სამივე ნაკრებმა მოიგო პლეიოფი და ერთა ლიგიდანაც მოიპოვა საგზური მაშინ ირლანდია და გიბრალტარიც ითამაშებს ევროპაზე?????
ან თუ 3-ე ადგილი დავიკავეთ და შვეიცარია-დანიიდან (თუ 1-2 ადგილზე გავლენ) ერთ-ერთმაც რომ მოიგოს პლეიოფი (ერთა ლიგა) მაშინ ჩვენც მოვხვდებით ევროპაზე???
ოთო
02 დეკემბერი 2018 20:41
3
ჯერ მოიგე და მერე ილაპარაკე მომავალზე, ეეეჰ ჭკუას მაინც ვერ ისწავლით თქვენი წინასწარი ბაქიაობით, რაც მოგივიდათ ყველაფერი თქვენი ბრალია
dinamo
04 დეკემბერი 2018 14:03
2
ოთო, პირიქითაა, ამ შესარჩევიდან გადაინ მხოლოდ პირველი მეორე ადგილი. თუ გუნდი ამ შესარჩევიდან უკვე მოხდა ევროპაზე მაშინ ის პლეიოფებს არ ითამაშებს და მას ჩაანაცვლებს გუნდი რომელიც შემდეგია რეიტინგში ერთა ლიგაში.
ოთო-ს
02 დეკემბერი 2018 22:07
0
ამ ჯგუფში მე-3 ადგილი იქნება კარგი შედეგი
anti
02 დეკემბერი 2018 20:38
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული