"ცვლილების დროა" - ფორმაში მყოფი საქართველო ირლანდიის ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში არეულობის გამოსაწვევად სრულ მზადყოფნაშია

AutoSharing Option
ირლანდიური გამოცემა rte.ie ვლადიმირ ვაისის კენჭისყრის შეფასებას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრებს მიმოიხილავს.

გამოცემა სტატიას შემდეგი სათაური აქვეყნებს: "ცვლილების დროა" - ფორმაში მყოფი საქართველო ირლანდიის ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში არეულობის გამოსაწვევად სრულ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ დუბლინში გამართული ევროპის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგად, ირლანდია D ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდა.

"საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ფიქრობს, რომ მისი გუნდი დღითი დღე უკეთესად თამაშობს და D ჯგუფში ირლანდიისთვის, შვეიცარიისთვის, დანიისა და გიბრალტარისთვის სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია.

ვაისმა აღნიშნა, რომ ბედნიერია
ირლანდიასთან მოხვედრით, რადგან ამ გუნდს კარგად იცნობს. ვაისი ირლანდიის ნაკრებს ოთხჯერ შეხვდა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში და მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში.

რაც შეეეხება საქართველოს ნაკრებს, მან ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფი მოიგო და გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიხვეჭა. ვაისი ამ ფორმისა და თავდაჯერებულობის ევრო 2020-ის შესარჩევში გადატანას იმედოვნებს.

საქართველომ მსოფლიოს შესარჩევის 10 მატჩში მხოლოდ 5 ქულა აიღო, მაგრამ ეს შედეგი არ მეტყველებს მათ თამაშზე რთულ ჯგუფში, სადაც ირლანდია, სერბეთი, უელსი და ავსტრია იყვნენ.

Sportall.Ge

ვაისმა ირლანდიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა და შეიძლება ითქვას, მათ არ გაუმართლათ და 0:1 დამარცხდნენ. მეორე შეხვედრაში მარტინ ო'ნილის ბიჭებთან 1:1 ითამაშეს, თუმცა მოგებაც შეეძლოთ.

ანალოგიურად, საქართველომ უელსსაც პრობლემები შეუქმნა და კარდიფში 1:1 ითამაშეს, თუმცა აქაც უნდა მოეგოთ. ვენაში კი ავსტრიასთან ასევე 1:1 გააგორეს.

რეალურად, საქართველო ერთ გოლზე მეტი სხვაობით მხოლოდ ერთხელ დამარცხდა სერბეთთან - 1:3, ბელგრადში კი 0:1 დამარცხდა.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვაისი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"კვლავ ირლანდიას ვეთამაშებით. ჩემთვის ეს კარგია, რადგან კარგად ვიცნობთ ირლანდიას. მიყვარს მათ წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ჯგუფში ფავორიტები, რა თქმა უნდა, შვეიცარია და დანია არიან. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ინგლისში თამაშობენ.

წარმატების მიღწევას შევეცდებით და იმედი გვაქვს, რომ თბილისში უფრო ძლიერები ვიქნებით, მაგრამ დუბლინშიც, დანიაშიც და შვეიცარიაშიც შევეცდებით რამის გაკეთებას", - ამბობს ვაისი.

ვაისი "დინამო არენის" ციხესიმაგრედ გადაქცევას გეგმავს, ხოლო ერთა ლიგაზე 5 მატჩის მოგებამ საშინაო მატჩებზე ნამდვილი ბუმი გამოიწვია.

ირლანდიის მატჩზე მხოლოდ 22 ათასი ადამიანი მივიდა.

შეადარეთ ეს 52 220 მაყურებელს, რომლებმაც ყაზახეთთან (2:1) მატჩის სანახავად ფული გადაიხადეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს ნაკრებს. ეს მხარდაჭერა გუნდმა და მწვრთნელმა ბოლო სამი წლის მანძილზე დაიმსახურეს.

"ვცდილობთ, წარმატებულები ვიყოთ. მთელი გულით ვითამაშებთ ჩვენი ფანტასტიკური მაყურებლის წინაშე თბილისში, თითოეულ მატჩში, რომელსაც 55 000 ადამიანი ესწრება. ადამიანებს უყვართ ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები და ჩვენ ვეცდებით შანსის გამოყენებას", - აღნიშნა ვაისმა.

ვაისმა პატივისცემა გამოხატა მარტინ ო'ნილის მიმართ, რომელმაც ირლანდიის ნაკრები დატოვა და ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკ მაკარტნი შეაქო.

Sportall.Ge

"ირლანდიელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ამ სპეციალისტს ეროვნულ ნაკრებთან და პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ახალ მწვრთნელს ყოველთვის რაღაც ახალი მოაქვს ნაკრებში: ემოცია, ხარისხი ან ტაქტიკა.

ძალიან მიყვარს მარტინ ო'ნილი, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. მას ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მაგრამ ეს ახალი ერაა ირლანდიურ გუნდში.

ჩვენ დღითი დღე უკეთესად ვთამაშობთ. სამი წელია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. შანსის გამოყენების იმედი გვექნება, მე მჯერა ამ ბიჭების", - თქვა ვაისმა.

საქართველო 2019 წლის 26 მარტს დუბლინში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მაკარტის პირველი საშინაო მატჩი იქნება.

ვაისს ირლანდიასთან მიმართებაში საქართველოს მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი აქვს. ამ დროისთვის საქართველო ირლანდიასთან 8-ჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა.

"ერთი ფრე გვაქვს ირლანდიასთან. დრო მოვიდა, რამე შევცვალოთ. თითოეული მატჩი 0:0-დან იწყება. ნებისმიერი მატჩის მოგებას ვეცდებით. მეტი გამოცდილება გვექნება, ვიდრე სამი წლის წინ. წარმატების მიღწევას შევეცდებით", - განაცხადა ვაისმა.

altგაგიჟებული შვეიცარია, ძვირად ღირებული დანია, წყეული ირლანდია - რას წარმოადგენენ საქართველოს მეტოქეები?

altევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

altვლადიმირ ვაისი: ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა

altირლანდიელთა მწვრთნელი: საქართველო კარგი გუნდია

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მჯერა ირლანდიას მოვუგებთ
zas.
19:57 08-12-2018
0
ირლანდია ბურთს თავზე დაგახევთ DDD
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული