საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი უკლუბოდ დარჩა.

მინსკის "დინამოსა" და ქართველ მცველს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

"დინამო" გულწრფელ მადლობას უხდის გიორგის დახმარებისთვის და ფეხბურთელს სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - წერია კლუბის საიტზე.

ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი 2018 წლის 23 ივლისს გააფორმა.

მისი დებიუტი კი 2018 წლის 29 ივლისს "ენერგეტიკთან" ქვეყნის თასის 1/16-ფინალში შედგა, სადაც "დინამომ" 7:0 გაიმარჯვა, ხოლო ქართველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

საერთო ჯამში, ნავალოვსკიმ "დინამოს" მაისურით ყველა ტურნირში 11 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სად
გააგრძელებს გიორგი ნავალოვსკი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

altგიორგი ნავალოვსკი: ევროპირველობაზე გასვლის შანსი გაგვიჩნდა - ბელარუს ნაცნობებთან მეგობრული შეხვედრა არ გვექნება

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნავალამ ღირსეულად დაასრულა კარიერა როგორც იქნა და ალბათ საქართველოში გააგრძელებს. დიდი ხანია ნაკრებიც გაძლიერებას იმსახურებს მის პოზიციაზე და შემცვლელებიც არიან საბედნიეროდ, თუ ვაისამ არ ჩაიხვია რა თქმა უნდა, თორე წესით ნაკრებშიც აღარაა მისი ადგილი რა ხანია. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. აი ოქრიზე, კიდევ არაფერს ვიტყვი, ტიპი თავისი თავის მტერია. მენანება, ცუდად რომ ამთავრებს. მე მისი იმედი აღარა მაქვს, ისევე როგორც ჭანტურიასი და მჭედლიძის.
ვასო
23:09 14-02-2019
6
კითხეთ ერთი ნავალოვსკის,ოქრიაშვილს,ჭანტურიას უნდათ საქართველოს ჩემპიონატში თამაში? თავში აქვთ ავარდნილები.იმ ფეხბურთელებს რა უთხარი კრასნოდარი და კიდევ უარესი მინსკის დინამო და ურალი რო გამოგიშვებს.უთავმოყვარეო ხალხია.
ზაზა
22:42 14-02-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული