მინსკის "დინამოსა" და ქართველ მცველს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
"დინამო" გულწრფელ მადლობას უხდის გიორგის დახმარებისთვის და ფეხბურთელს სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - წერია კლუბის საიტზე.
ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი 2018 წლის 23 ივლისს გააფორმა.
მისი დებიუტი კი 2018 წლის 29 ივლისს "ენერგეტიკთან" ქვეყნის თასის 1/16-ფინალში შედგა, სადაც "დინამომ" 7:0 გაიმარჯვა, ხოლო ქართველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.
საერთო ჯამში, ნავალოვსკიმ "დინამოს" მაისურით ყველა ტურნირში 11 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სად