საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი უკლუბოდ დარჩა.

მინსკის "დინამოსა" და ქართველ მცველს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

"დინამო" გულწრფელ მადლობას უხდის გიორგის დახმარებისთვის და ფეხბურთელს სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - წერია კლუბის საიტზე.

ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი 2018 წლის 23 ივლისს გააფორმა.

მისი დებიუტი კი 2018 წლის 29 ივლისს "ენერგეტიკთან" ქვეყნის თასის 1/16-ფინალში შედგა, სადაც "დინამომ" 7:0 გაიმარჯვა, ხოლო ქართველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

საერთო ჯამში, ნავალოვსკიმ "დინამოს" მაისურით ყველა ტურნირში 11 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სად
გააგრძელებს გიორგი ნავალოვსკი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

altგიორგი ნავალოვსკი: ევროპირველობაზე გასვლის შანსი გაგვიჩნდა - ბელარუს ნაცნობებთან მეგობრული შეხვედრა არ გვექნება

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან საწყენია! ნავალოვსკისთანა ფეხბურთელი კიდევ ერთ 10 წელიწადს არ ეღირსება მინსკის დინამოს! მათხოვრები!
aburjga
17:40 14-02-2019
8
ნავალოვსკის ადგილს ნაკრებში ნელ-ნელა ალბათ ხარაბაძე დაიკავებს.

გიორგი
16:27 14-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული