ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 21 მარტს სტარტს იღებს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი.

კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის მატჩები 12 ქვეყანაში გაიმართება. ამიტომ, უეფას გადაწყვეტილებით, მასპინძლის სტატუსით ფინალური ეტაპის საგზურს არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს.

ფინალური ეტაპის 24 საგზურისთვის უეფას წევრი 55 ქვეყანა იბრძოლებს. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გუნდები 10 ჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც 5 ჯგუფი ხუთგუნდიანი, 5 კი - ექვსგუნდიანი იქნება.

ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. დანარჩენ ოთხ საგზურს ერთა ლიგის A, B, C და D დივიზიონების პლეი-ოფის გამარჯვებულები
მიიღებენ.

თუკი ერთა ლიგის პლეი-ოფების მონაწილე რომელიმე ქვეყანა შესარჩევი ეტაპის შედეგად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ერთა ლიგის პლეი-ოფში მას კონკრეტული დივიზიონის პლეი-ოფებს მიღმა დარჩენილი საუკეთესო ნაკრები ჩაანაცვლებს.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის 24 მონაწილე 6 ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლებას პირველ და მეორეადგილოსნებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მოიპოვებს. ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2019 წლის 1-ელ დეკემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ:
  • ამსტერდამი
  • ბაქო
  • ბილბაო
  • ბუდაპეშტი
  • ბუქარესტი
  • გლაზგო
  • დუბლინი
  • კოპენჰაგენი
  • ლონდონი
  • მიუნხენი
  • რომი
  • სანქტ-პეტერბურგი

ფინალური ეტაპის მასპინძელი 12 ქვეყნიდან 7 პირველად მასპინძლობს მსგავს ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ევრო 2020 უნიკალური და ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევროპის ჩემპიონატი იქნება.

ევრო 2020-ის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ 2020 წელს ევროპის პირველობას 60 წელი უსრულდება.

ნახევარფინალები და ფინალი კი ფეხბურთის სამშობლოში, "უემბლიზე" გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის D ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებები არიან.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია, 18:00 საათი

26 მარტი
ირლანდია-საქართველო, 23:45 საათი

7 ივნისი
საქართველო-გიბრალტარი, 20:00 საათი

10 ივნისი
დანია-საქართველო, 22:45 საათი

8 სექტემბერი
საქართველო-დანია, 20:00 საათი

12 ოქტომბერი
საქართველო-ირლანდია, 17:00 საათი

15 ოქტომბერი
გიბრალტარი-საქართველო, 22:45 საათი

15 ნოემბერი
შვეიცარია-საქართველო, 23:45 საათი

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთავარია ბრძოლა არათუ მეორე ადგილისთვის არამედ პირველისთვის, წარმატებები ბიჭებო.
beso
16:31 09-03-2019
0
სულ თავისუფლად შეიძლება მინიმუმ მეორეზე გასვლა, პირველიც სავსებით რეალურია. საქართველოს ნამდვილადა ჰყავს დღეს ფეხბურთელები, რომელთაგან იდეალური ნაკრების დაკომპლექტებაა შესაძლებელი. მე ამ კონტინგენტით შეუძლებელს შევძლებდი ანუ აქედანაც გავიდოდი და ფინალურზე ჯგუფიდანაც. ესენი რას იზამენ ვნახოთ. დაიწყებენ ეხლა, მესამე ადგილიო, და იქიდან გავალთო და ასე კანკალით და თავის დაზღვევით. ოქრის თუ გამოიძახებენ და მჭედლოს საინტერესოა. დვალიშვილი თამაშობს ნეტა? ნავალოვსკი არ დაგავიწყდეთ კიდევ
ვასო
01:47 08-03-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული