საქართველოსთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრები თბილისში "ლივერპულის" შემტევის, შერდან შაჩირის გარეშე ჩამოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.

"საქართველოსა და დანიის წინააღმდეგ მატჩებში შვეიცარიის ნაკრებს შერდან შაჩირი ვერ დაეხმარება. საზარდულის არეში დისკომფორტის გამო ექიმებმა მას მატჩების გამოტოვება ურჩიეს.

ნაკრებში შაჩირის შემცვლელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი", - წერს შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

altსაქართველოს მეტოქე: რა უნდა ვიცოდეთ შვეიცარიის ნაკრების შესახებ

altკვლავ ცენტრფორვარდის

პრობლემა - როგორ ფორმაში ხვდებიან სანაკრებო მატჩებს ქართველი ფეხბურთელები?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაკვე რომ ფორმაში იყოს, მაგისი და ჯანოს დუეტის ყურებას ნაღდად არაფერი აჯობებდა, მექნებოდა გამარჯვების იმედი რეალურად, ეხლა, რა მოგახსენოთ, ალბათ კონტრშეტევებზე ვითამაშებთ. კაკაბაძე, ოქრი, ჩაკვე, პაპუნა, დიდი ძალა გვაკლია, პლიუს დვალი. კონტრშეტევებზე სწრაფი ფლანგელები სჭირდება და ზარანდია არ უნდა დაეტოვებია, ეგ და ლობჟანიძე ფლანგებს გააძლიერებდა, მარა არ აპირებს ვაისა მოგებას და შეტევას როგორც სჩანს. ჭანტურიშვილი, მერებაშვილი, ოქრი, ქვილო, არველაძე და კაჭარავა სისწრაფით არ გამოირჩევიან და უფრო ბურთის დაჭერა-კონტროლი ეხერხებათ. იგივეს ვიტყვი ვაკოზეც. ჯანო და ლობჟანიძე თუ გაიტანს, თუ ათამაშა საბა საერთოდ, არ ვიცი არაა. გაგვიჭირდება, ამ 2 თამაშში 2 ქულა იქნება სუპერ მაქსიმუმი და თუ ასე მოხდა, საწუწუნო ნამდვილად არ იქნება.ამასობაში იქნებ ჩადგნენ სხვებიც ფორმაში.
ვასო
15:46 20-03-2019
1
მარტო ბელგიასთან თამაში რომ გავიხსენოთ აშკარაა რა ძალაა შაჩირი შვეიცარიისათვის და თეორიულად ძალიან უნდა წაგვადგეს, მარა პრაქტიკულად რა მოხდება უფრო ჩვენ ბიჭებზე იქნება დამოკიდებული. დამერწმუნეთ ქვეშაფსია ვაისი ამ ციკლის წინ უნდა გაგვეშვა კარგი იქნებოდა.
emigranti
01:33 20-03-2019
1

სიახლეები პოპულარული