შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ისინი შინ 50 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, ეს გამოიყენონ. ისინი ამით ძალიან ამაყობენ.

საქართველოს ნაკრები რუსულ სტილში თამაშობს, თუმცა ცოტა ბრაზილიურსაც ურევს. ქართველები ბევრს დარბიან, აგრესიულად თამაშობენ და ბურთის ფლობაც სურთ.

ერთა ლიგაზე მათ 6-დან 5 მატჩი მოიგეს და არც ერთი არ წაუგიათ. შესარჩევ ეტაპს ისინი პოზიტიური განწყობით იწყებენ", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს
"დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რუსების ტოლად სირბილი რომ შეგვეძლოს,რაღა გვიჭირდა.რაღა არ გამიგია ქართულ ფეხბურთზე,მაგრამ რუსული სტილი,რაღაც ახალია.
სოსო
12:12 19-03-2019
0
ამ კაცს დაეზარა ჩვენი თამაშIს ყურება.სად ნახა ბევრს მორბენალი ქართველები
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული