შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ისინი შინ 50 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, ეს გამოიყენონ. ისინი ამით ძალიან ამაყობენ.

საქართველოს ნაკრები რუსულ სტილში თამაშობს, თუმცა ცოტა ბრაზილიურსაც ურევს. ქართველები ბევრს დარბიან, აგრესიულად თამაშობენ და ბურთის ფლობაც სურთ.

ერთა ლიგაზე მათ 6-დან 5 მატჩი მოიგეს და არც ერთი არ წაუგიათ. შესარჩევ ეტაპს ისინი პოზიტიური განწყობით იწყებენ", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს
"დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
"რუსულ სტილში" თამაში რომელია "ვ სტილე სპარტაკა", თუ "მნოგოხადოვკა"?
ხნადახან თურმე ბრაზილიურსაც გამოვურევთ, რა "მაგარი" კომპლიმენტია ჩვენთვის თუ იცის?
Zero
19 მარტი 2019 10:55
2
ამ კაცს დაეზარა ჩვენი თამაშIს ყურება.სად ნახა ბევრს მორბენალი ქართველები
a
19 მარტი 2019 10:46
2
ეს ვერაა ხო იცით:) სად ნახა ამან რუსული სტილით რო ვთამაშობდეთ და ან საერთოდ სტილი აქვს რუსეთს:) ან დარბიანო რო ერბინათ ბევრი ჩვენებს თქვენზე წინ ვიქნებოდით:) მოკლედ ეს თაობა მომწონს მე და მგონია მოუგებთ სვეიცარიას. წარმატებები ჩვენც ნაკრებს
გოგა
19 მარტი 2019 10:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული