ტრავმირებული შერდან შაჩირის ნაცვლად ვლადიმერ პეტკოვიჩმა შვეიცარიის ნაკრებში კევინ მბაბუს უხმო.
23 წლის კევინ მბაბუ "იანგ ბოიზში", მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ეროვნული ნაკრების მაისურით 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის ბოლო ტურში ბელგიასთან მოგებულ შეხვედრაში (5:2) მბაბუმ აქტივში ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ შერდან შაჩირიმ ნაკრების შემადგენლობა საზარდულის არეში დისკომფორტის გამო დატოვა.
საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.