შვეიცარიის ნაკრების ფორვარდი: საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაგვითმობს და დაცვაში ჩადგება

AutoSharing Option
ფოტო: rsi.ch

ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ შვეიცარიის ნაკრები ტრადიციულ ევროპულ შესარჩევ ეტაპს უბრუნდება.

ტრავმირებული შერდაჩ შაჩირისა და ჰარის სეფეროვიჩის გარეშე შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ პეტკოვიჩი შეტევაში, სავარაუდოდ, ბრილ ემბოლოს იმედად იქნება.

"არ ვგრძნობ არანაირ ზეწოლას. ეს ჩვენი მოვალეობაა - ეროვნულ ნაკრებშიც და კლუბებშიც ყველამ დავამტკიცეთ, რომ ყველას მნიშვნელოვანი როლი გვაქვს და გოლების გატანა შეგვიძლია.

შაჩირისა და სეფეროვიჩის გარეშე რთული იქნება, თუმცა საკუთარი საქმის კარგად შესრულება ჩვენც შეგვიძლია.

საქართველო რთული მეტოქეა. ისინი ინიციატივას დაგვითმობენ და დაცვაში ჩადგებიან. ასეთ ტაქტიკასთან გამკლავება
რთულია. ხანდახან უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ თამაში უფრო იოლია, ვინაიდან ისინი ბევრ სივრცეს გიტოვებენ", - განაცხადა "შალკეს" ფორვარდმა.

მომზადებულია rsi.ch-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამოვტენოთ გოლებით შვეიცარია და გაუშვათ უკან კუდამოძუებულები როგორც ათასი ურჯულო ერი მოგვირჯურებია უხსოვარი დროიდან აბა ბიჭებო მთელი საქართველო თქვენ გვერდზეა . დაამატეთ კიდევ ერთი სიხარული რაგბისტების მერე მოგვანიჭეთ სიხარული
Tete1234
17:33 22-03-2019
0
კი, დაგითმობთ, მოდით
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული